in

Followfox-ის 2019 წელი – ლუკა გაგლოშვილის #აზრები

M2
M2

Followfox-ისთვის ძალიან დატვირთული და საინტერესო გამოდგა 2019 წელი, ბევრი მეგობარი და თანამოაზრე შევიძინეთ, თანამშრომლების თუ კლიენტების სახით. ვიმუშავეთ ახალ, საინტერესო პროექტებზე. მაგალითად, “Tegeta Motors”-ისთვის შექმნილი კამპანია „თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“ და „თეგეტა შენთან ერთად საქართველოსთვის“, სადაც კონცეფციაზე, ლოგოზე, ვიზუალურ ბრენდინგზე, ანიმაციებზე და ვიდეოებზე ვიმუშავეთ.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=568529870308818″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=2311071042292779″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

წელს დავიმატეთ ორი ახალი მიმართულება „დიჯითალ​​“ და „აუთსორს“ მარკეტინგი, სადაც ვეხმარებით ბრენდებს წარმატების მიღწევაში, ვიზუალური შეფუთვით თუ სტრატეგიული გადაწყვეტილებებით. ჩვენი ერთ-ერთი კლიენტია ლიდერი კომპანია ქეითერინგ ინდუსტრიაში Food management group, რომელსაც სრულ მარკეტინგულ მომსახურებას ვუწევთ. ეს ყველაფერი, ჩვენთვის, ახალი და საინტერესო გამოწვევები იყო, რასაც, გვგონია, რომ წარმატებით გავართვით თავი.

გამოწვევებს წარმატებით რომ ვართმევთ თავს, ეს წელს, კანის ლომებისა და „ევრობესტის“ ახალგაზრდულ კონკურსებზე გამარჯვებით დავამტკიცეთ. პირველ რიგში, საკუთარ თავს დავუმტკიცეთ, რითიც ძალიან ბედნიერები ვართ. მომავალ წელს, წინ, კიდევ ბევრი გამოწვევა გველის, დიდი და საინტერესო პროექტების სახით, რასაც აუცილებლად იხილავთ თქვენც.

„გამოწვევებს წარმატებით რომ ვართმევთ თავს, ეს წელს, „კანის ლომების“ ახალგაზრდულ კონკურსზე გამარჯვებით დავამტკიცეთ“

ლუკა გაგლოშვილი, Followfox-ის თანადამფუძნებელი

2019 წლის მთავარი ამბები

კაის თქმა მოსულა! – თიბისი დაზღვევის ვიდეორგოლი