in

მეზობლობით დაწყებული გაკვეთილები დიზაინში — როგორ შეიქმნა ცნობილი დაჯგუფება?

1938 წელს მეზობლებს შორის ცოდნისა და შესაძლებლობების გაცვლა Folly Cove Designers-ის საფუძვლად იქცა. ეს იყო ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაჯგუფება, რომელმაც საკულტო ნამუშევრები შექმნა…

გაკვეთილებს მხატვარი, საბავშვო წიგნების ავტორი და ილუსტრატორი ვირჯინია ლი ბარტონი უძღვებოდა — მან ყველაფერი მეზობელ აინო კლარკრთან შეთანხმების დადებით დაიწყო, რომლის თანახმადაც, თუ ეს უკანასკნელი ბარტონის ვაჟს ვიოლინოზე დაკვრას ასწავლიდა, თავად დიზაინის პრინციპებს შეასწავლიდა. ცოტა ხანში სულ უფრო მეტი მეზობელი ინტერესდებოდა ამ გაკვეთილებით და ჯგუფიც დაიბადა. მთლიანობაში, ჯგუფის წევრების მიერ 300-ზე მეტი განსხვავებული დიზაინი შეიქმნა — თითოეული მათგანი პირად და რეგიონულ ნარატივებზე იყო დაფუძნებული, თუმცა ვირჯინიას მიერ ნასწავლ დიზაინის საერთო პრინციპებს იზიარებდა.

პირველი 10 წლის განმავლობაში Folly Cove Designers-მა საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა მსხვილ საცალო ვაჭრობასთან (Lord & Taylor and F. Schumacher & Co.) — უამრავ კომპანიასთან აფორმებდნენ კონტრაქტს, მათზე იწერებოდა ეროვნულ გამოცემებში, როგორიცაა Life. ჯგუფის წევრების მიერ შექმნილი პრინტები კი მასობრივად ვრცელდებოდა.

როგორც ამბობენ, ბარტონის სიძლიერე მდგომარეობდა მის ყოვლისმომცველ უნარში, ნათლად გადმოეცა დიზაინისა და მისი პრინციპების საფუძვლიანი აღქმა. მთელი გუნდის ძირითადი შთაგონება კი Cape Ann-ის ფლორასა და ფაუნას უკავშირდებოდა, რაც ძალიან კარგად იგრძნობა მათ მიერ შექმნილ დიზაინებში.

1930-იანი წლების ბოლოს ამერიკული ხელოვნება მოდერნიზმისკენ მიიწევდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ევროპიდან წასული მხატვრები აშშ-ში დასახლდნენ და თან წაიღეს თამამი, ახალი ესთეტიკა — აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი, ხელოვნების ემოციური, სპონტანური ფორმა… ამის საპირისპიროდ, Folly Cove-ის დიზაინერი უფრო მეტად რეალიზმისა და დეკორატიულობის ნაზავს ანიჭებდნენ უპირატესობას. მათი მთავარი მიზანი კი „უბრალოდ კარგი დიზაინის შექმნა“ იყო.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული მსგავსება Folly Cove Designers-სა და სხვა დიზაინერთა ჯგუფებს შორის, მთლიანობაში მაინც არ ჰგავდნენ თავიანთ თანამედროვეებს სტილით ან ხედვით. ეს ინდივიდუალობა მათი ძირითადი ნაწილი იყო — ვირჯინია მხარს უჭერდა მოსაზრებას, რომ აუცილებელი არაა, მხატვარი იყო, არამედ მთავარია, სურვილი გქონდეს.

აღსანიშნავია, რომ Folly Cove-ის დიზაინერები დღემდე რჩებიან თანამედროვეთა შთაგონებად, რაც მათ ღირებულებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. განსაკუთრებით დიდ ინტერესს კი ქალები იჩენენ, რაც გარკვეულწილად სიმბოლურია — მართალია, ჯგუფის წევრები კაცებიც იყვნენ, მაგრამ მაინც ქალები ჭარბობდნენ.

როგორ უნდა გააუმჯობესოთ ურთიერთობა კარიერის სპონსორთან?

Google Duet AI ვირტუალურ შეხვედრებს თქვენ მაგივრად დაესწრება