in

საგანმანათლებლო ფონდმა „ვიზიონერი“ მოზარდებისთვისა და ახალგაზრდებისთვის პროფესიული ორიენტაციის დღე გამართა

19 თებერვალს საგანმანათლებლო ფონდმა „ვიზიონერი“ მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის პროფესიული ორიენტაციის დღე გამართა. ღონისძიებას, რომელსაც ფონდის 50-მდე ბენეფიციარი ესწრებოდა, სასტუმროთა ქსელმა „იბის სტადიუმ თბილისმა“ უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად შეხვედროდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მიეღოთ მათგან პრაქტიკული რეკომენდაციები სხვადასხვა დარგის შესახებ, მოესმინათ მათი პირადი გამოცდილება და ის განვლილი გზა, რამაც ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალებად აქცია.

ღონისძიების სპიკერების შერჩევა ბენეფიციართა ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა. მათ შორის იყვნენ ისეთი ინდუსტრიების წარმომადგენლები როგორებიცაა: მარკეტინგი და ბრენდინგი, კომპიუტერული მეცნიერებები, ადამიანური რესურსები, სამართალმცოდნეობა, ბიზნესის ადმინისტრირება და სხვ.

ღონისძიების პარტნიორები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები იყვნენ: ვიზიონერის პირველი ოფიციალური პარტნიორი, საგზაო-სამშენებლო და ენერგო სექტორში მოღვაწე კომპანია ბორუსან კატი, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია KPMG, სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგი, სასტუმროთა ქსელი „იბის სტადიუმ თბილისი“, სილამაზისა და თავის მოვლის ქართული ბრენდი „პიელ ნატურალსი“, პირველი ქართული ინტერნეტ ბიზნეს ჟურნალი „მარკეტერი“, საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტი“ და ონლაინ ლექსიკონი translate.ge.

საგანმანათლებლო ფონდი „ვიზიონერი“ პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას უკვე ორ წელიწადზე მეტია უზრუნველყოფს იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც თავად ამის ფინანსური რესურსი არ აქვთ. ამ დროის განმავლობაში, ფონდმა უკვე 12 ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ. გარდა, უშუალოდ, სწავლის დაფინანსებისა, ფონდი ბენეფიციარებს სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებაშიც ეხმარება.

ფონდის დამფუძნებლების განცხადებით, „ვიზიონერს“ დაგეგმილი აქვს მსგავსი ტიპის კარიერული თვითგამორკვევის დღეები მომავალში უფრო ინტენსიურად გამართოს.

[პარტნიორის კონტენტი]

ანტარქტიკის წყალქვეშა კადრები გვიჩვენებს, რა იწვევს მყინვარის სწრაფ ლღობას

ანა ჯანელიძის ფერებით შექმნილი ზღაპრული სამყარო