in ,

მათ ადგილას ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს! – კამპანია უსახლკაროთა დასახმარებლად

საფრანგეთში 150,000 უსახლკარო ადამიანია, ხოლო 4 მილიონის საცხოვრებელი პირობები ზღვარს ქვემოთ არის. ამ საკმაოდ მძიმე ვითარების მთავარი გამომწვევი ფაქტორი უმუშევრობა ან შემცირების თუ სხვა მიზეზების გამო სამსახურის დაკარგვაა. ორგანიზაცია Fondation Abbé Pierre, რომელიც წლებია თავდაუზოგავად შრომობს და ცდილობს მსგავს ვითარებაში მოხვედრილი ადამიანების დასახმარებლად ფინანსები მოიპოვოს, ახალ სარეკლამო პოსტერებს და მასთან ერთად, ძალიან ემოციურ ვიდეორგოლსაც ავრცელებს. კამპანიის მთავარი გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დადგეს მსგავსი გაუსაძლისი პრობლემის წინაშე, ამიტომ საჭიროა მეტი გულისხმიერება და თუნდაც, სრულიად უცხო ადამიანების დახმარება.

 

https://www.youtube.com/watch?v=DUOSW8v5Lws

ვინ, სად და როგორ ქმნის Influencer მარკეტინგს?

„სმარტფონის შემცვლელი“ სათამაშო