ახლახან ფრანგულმა საქველმოქმედო ფონდმა Fondation Abbé Pierre გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელიც შექმნილი მდგომარეობით გამოწვეულ სოციალურ პრობლემებზე საუბრობს. პანდემიამ ქუჩაში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობის შესუსტებასთან ერთად, ბევრი ადამიანი სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააგდო. ცნობილი ფაქტია, რომ კრიზისმა საფრანგეთში მილიონობით ადამიანი დააყენა სიღარიბის წინაშე.
როგორც ცნობილია, ფრანგებმა პირველ საკარანტინო პერიოდში ერთმანეთისადმი ძალიან დიდი სოლიდარობა და დახმარება გამოიჩინეს. თუმცა, რა იქნება მომავალში?
სწორედ ამიტომ, Abbé Pierre Foundation-ს სურდა, ფრანგული კეთილშობილებისთვის ხაზი გაესვა და იმედიანი გზავნილი ჩაედო ამ ვიდეორგოლში. ამ გზავნილით ის ფრანგულ მოსახლეობას ახსენებს, რომ ადამიანების ერთად დგომას დიდი ძალა აქვს.













