in

ასე გამოიყურება ფონტი, რომელიც ლეგოებისგან შეიქმნა

ლეგოებით თითქმის ყველაფრის აშენება შეგვიძლია. სწორედ ამიტომ, პატარა პლასტმასის ფიგურები ყველასთვის მიმზიდველია. დიზაინერმა კრეიგ უორდმა კი, Brik Font, ანუ ლეგოების ფონტი, შექმნა. დიახ, ასოები ლეგოს ფიგურებისგან, მისთვის დამახასიათებელი სტილით დაამზადა. ფონტის ყველა ასო საგულდაგულოდ არის შექმნილი, მასშტაბირება კი კომპიუტერის ეკრანზე, ან შესაძლო რეტრო ვიდეოთამაშზეა შესაძლებელი. ბლოგერმა ჯეისონ კოტკემ კი აჩვენა, თუ როგორ გამოიყურება შრიფტი ახლოდან, Photoshop-ში მუშაობისას.

კრეიგ უორდის პროექტის ინსტაგრამ გვერდზე ხშირად შეხვდებით რაღაც ნაცნობს, ბაუჰაუსიდან გარამონდამდე. Brik Font კი ლეგოს ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა. აქ ასოების გარდა, ისრების მსგავს სიმბოლოებსაც შეხვდებით. 

ამბობენ, რომ სრულყოფილების ძიება დაუსრულებელი სწრაფვაა, მაგრამ იმის დანახვა, თუ როგორ იქმნება ასო O მართკუთხა აგურებიდან და როგორ ჯდება ყველა ფიგურა ერთმანეთში, სრულყოფილების შეგრძნებასთან ძალიან ახლოს დგას.

თამაშების შექმნის მსოფლიოს უდიდესი ჰაკათონი, Global Game Jam, თბილისში ჩატარდება

კომფორტერი ახალ წელს ახალი გეგმებით და დიდი სიახლეებით ხვდება