ზოგ ადამიანს კითხვა ნებისმიერ ადგილას შეუძლია, ზოგსაც კი ამისთვის განმარტოება უყვარს, რათა ხმებმა ყურადღება არ გაუფანტოს… აქ კი საკმაოდ საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებენ — ფონურმა ხმებმა, იქნება ეს კაფეში საუბრის ხმა თუ ქუჩაში ავტომობილების გადაადგილების, შეიძლება კითხვის სიჩქარე შეანელოს.
ახალი კვლევის თანახმად, ამას გავლენა არ აქვს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ჩვენი ტვინი დაწერილ ტექსტს. კონკრეტულ შემთხვევაში კვლევამ ბგერებთან დაკავშირებული ხმაური და ვიზუალური ყურადღების გამფანტავი საკითხები გააანალიზა, როგორიცაა ე. წ. ტაიპოები ან ცუდი ფორმატი.
შედეგებიც საკმაოდ საინტერესოა — არეულმა სიტყვებმა კითხვის სიჩქარე გაზარდა… სავარაუდოდ იმიტომ, რომ პროცესი მეტად შემაწუხებელია და გვსურს, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ იგი. მაგალითად, თუ თქვენ გაინტერესებთ, უნდა უსმენდეთ თუ არა მუშაობისას მუსიკას ან პოდკასტს, ამან შეიძლება კითხვის სტილი შეცვალოს — აუდიო და ვიზუალური ხმების კომპენსაციის მიზნით.
ამასთანავე, მეცნიერებმა ხმაურის მოდელი გამოცადეს, რომლის თანახმადაც, ჩვენი ტვინი ფონურ ხმებს ცალკეული სიტყვების მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილებით უმკლავდება და არა, მთლიან წინადადებებზე. შემდეგ კი გამოცნობის ტექნიკას მივმართავთ, რათა გავიგოთ მათი საერთო მნიშვნელობა და ურთიერთობები სიტყვებს შორის. რაც შეეხება მეორე თეორიას, აქ ტვინი ყველა სიტყვის მნიშვნელობას კი არ აკვირდებოდა, არამედ იმას, რომელიც აზრის გამოსატანად საკმარისი იყო. ამგვარად, სინტაქსზე ნაკლები ფოკუსირებითა და კოგნიტიური რესურსებით, ჩვენი ტვინი ხმაურს უმკლავდება.
კვლევის ფარგლებში აუდიო ხმაურის ექსპერიმენტიც ჩატარდა, რომელშიც 71 ადამიანი მონაწილეობდა — როცა ისინი ფონურ ხმაურთან ერთად პოდკასტებს უსმენდნენ, კითხვის დასრულებამდე წინადადებების მთავარ სექციას დიდხანს უყურებდნენ. ეს დამატებითი დრო კი აკომპენსირებდა ხმაურს, რაც ნიშნავს, რომ იგი წინადადების გაგებაზე უარყოფითად ვერ ზემოქმედებდა.
ხოლო ვიზუალური ხმაურის ტესტირების 70 მონაწილისთვის, წასაკითხი წინადადებების გვერდით, მოკლე სიტყვები და ფრაზებიც იყო წარმოდგენილი — მათი გააზრების დონე იგივე დარჩა, თუმცა კითხვის სიჩქარე გაიზარდა. წინა კვლევებთან შედარებით, ეს ცოტა დამაბნეველი შედეგი იყო, მაგრამ მკვლევრები ფიქრობენ, რომ აქაც ადამიანებს უბრალოდ დავალების სწრაფად დასრულება სურდათ… გამოდის, პოტენციური ყურადღების გამფანტავი საკითხები, რეალურად, კითხვაში არც ისე გვიშლის ხელს, როგორც წარმოგვედგინა…