in

მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ ფონური რადიაცია შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს

ის წარმოიქმნება როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური სამყაროსგან

ისრაელში, ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ახალი კვლევის თანახმად, ფონური რადიაციის გამოსხივების შედარებით დიდი ზემოქმედება შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს.

M2
M2

ფონური რადიაცია იონიზირებული გამოსხივებაა, რომელიც წარმოიქმნება როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური სამყაროსგან. ბუნებრივი წყაროები მოიცავს კოსმოსურ გამოსხივებას და ბუნებაში არსებულ რადიოაქტიურ მასალებს; ხოლო ხელოვნურ წყაროებში – სამედიცინო რენტგენით დაწყებული, ბირთვული იარაღის ტესტირებით დამთავრებული.

როგორც მკვლევრები ამბობენ, მათ მიერ შესწავლილი ფონური რადიაციის მონაცემები 1960-იანი წლებით თარიღდება, რომლებიც აშშ-ს 3 129 ქვეყანაში, გარემოს დაცვის სააგენტოს რადიაციული დოზის კალკულატორის გამოყენებით შეგროვდა. მეცნიერებმა ეს მონაცემები იმავე ქვეყნებში, შესაბამისი დროის მონაკვეთში არსებულ კიბოს სტატისტიკას შეადარეს.

შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც იქ ცხოვრობდა, სადაც ფონური რადიაციის დონე უფრო მაღალი იყო, ფილტვების, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის კიბოს მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებლებს განიცდიდნენ. “ჩვენ ვხედავთ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით, 2.5 წლით მეტია იმ ადამიანებში, რომლებიც რადიაციულ ზონაში ცხოვრობდნენ. მაღალ რადიაციულ ზემოქმედებას აშკარად დადებითი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე” – წერენ მკვლევრები.

ეს დასკვნები, ალბათ, რადიაციულ არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის შვებისმომგვრელიც კი იქნება… თუმცა რამდენად სანდოა ეს დასკვნები, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ახალი კვლევის პარალელურად სხვა მეცნიერები ადასტურებენ, რომ ნებისმიერი დონის ფონური რადიაცია საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ ეთმობა ასობით მილიარდი დოლარი გამოსხივების შემცირების მცდელობებს.

კვლევა შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ – „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“

როგორ მოვიზიდოთ ტალანტები ჩვენს ორგანიზაციაში?