in

[EXCLUSIVE] Menu Group და Delivery Hero Foodpanda Georgia-ს გაყიდვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ!

საკვების შეკვეთისა და მიტანის წამყვანმა გლობალურმა ონლაინ მაღაზიამ Delivery Hero Group (Delivery Hero) და წამყვანმა კომპანიამ საკვების მიტანის სერვისში სომხეთში, საქართველოსა და ბელორუსიაში Menu Group (UK) Limited დღეს ოფიციალურად განაცხადეს, რომ Delivery Hero- მოქმედი ნაწილი საქართველოში  Foodpanda Georgia, გაიყიდა Menu Groupზე, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს  ბრენდული სახელით Menu.ge. მარკეტერი ექსკლუზიურად გთავაზობთ Delivery Hero-სა და Menu Group-ის ოფიციალურ განცხადებას: 


Delivery Hero
გენერალური დირექტორი ნიკლას ოესტბერგი: “გუნდმა საქართველოში უზარმაზარი ძალისხმევა ჩადო, მაგრამ ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმ ბაზრებზე, სადაც  ვაღწევთ წმინდა ლიდერობას და ძლიერ საბაზრო პოზიციას. ჩვენი ქმედებები  შესაძლებლობას გვაძლევს აქცენტი გავაკეთოთ ჩვენი გუნდის დარჩენილი ნაწილის ძალისხმევასა და რესურსებზე, რომლითაც ჩვენ გავაგრძელებთ მნიშვნელოვან ზრდას.

Menu Groupის დირექტორი – ვაჰან ქერობიანი: გრძელდება კონსოლიდაციის ტალღა, რაც წარმოადგენს სწრაფ გზას საჭირო ეფექტური ოპერაციების მისაღწევად, განსაკუთრებით კი შედარებით მცირე ბაზრებზე.  ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი Foodpanda-ში დასაქმებული  კოლეგების, რომლებმაც შექმნეს საქართველოში Menu Group-თან ერთად საკვების მიწოდების ბაზარი.  ამ ნაბიჯს სამივე ქვეყანაში ჩვენი მხრიდან  მოყვება დამატებითი აქცენტი მიტანის სერვისის ხარისხის გაუმჯობესებასა და ოპერაციების დაჩქარებაზე მომხმარებელთა სასარგებლოდ.“

ვაჰან ქერობიანი

შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოდან, საქართველოში, Foodpanda-ს მომსახურება შეწყდა.

მუსიკალური ფესტივალების როლს ტურიზმის განვითარებაში „ინტერკო თრეველი“-ს დამფუძნებელი ნინო მახვილაძე აფასებს

საუკეთესო ხედები და საოცარი კომფორტი – MINI-ს კომპაქტური სამოგზაურო სახლი