in

Foodpanda საქართველოში მიწოდების სერვისს აღარ განახორციელებს!

გერმანული კომპანია foodpanda საქართველოში 2014 წელს შემოვიდა და დღემდე, მის ვებგვერდ www.foodpanda.ge-სა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით, სხვადასხვა კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა იყო შესაძლებელი. თუმცა, დღეს, მოცემული საიტის ან აპლიკაციის გამოყენებისას, მომხმარებლებს შემდეგი ინფორმაცია დახვდათ: „ძვირფასო მომხმარებელო, საქართველოში მიტანის სერვისს აღარ ვახორციელებთ. გთხოვთ, გადმოიწეროთ ჩვენი პარტნიორის აპლიკაცია სერვისით სარგებლობისთვის”.

BOG
BOG

Foodpanda-ში, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, ვებგვერდზე შესვლისას თუ აპლიკაციის გამოყენებისას, ცხადი ხდება, რომ ის ბრიტანული წარმოშობის იმავე პროფილის კომპანია menu.ge-მ ჩაანაცვლა. „ოფიციალური განცხადება მალე გავრცელდება, მოცემულ მომენტში კი შემიძლია ვთქვა, რომ ადგილი ჰქონდა სავაჭრო გარიგებას, – განაცხადა მარკეტერთან საუბრისას Menu Group-ის ერთ-ერთმა მმართველმა – სტეპან ასლანიანმა. 

foodpanda-ს დირექტორის თქმით, ამ სიახლესთან დაკავშირებული ოფიციალური განცხადება დღის განმავლობაში გამოქვეყნდება.

გამოფენისთვის „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ საკოლექციო ვერცხლის 5 ლარის ნომინალის მონეტა მოიჭრა

„თედოს მარანი” – საოჯახო მეღვინეობა მდინარე ივრის ნაპირებიდან