13
Apr
2014

“foodpanda” -შეუკვეთე საჭმელი ინტერნეტით!

13 Apr 2014

Startauperi
Startauperi


გერმანული ბრენდი foodpanda საქართველოში შემოვიდა.

foodpanda.geვებ გვერდის – www.foodpanda.ge-ს საშუალებით სხვადასხვა კვების ობიექტებიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანაა შესაძლებელი.

გიგა ქერქაძე: („ფუდპანდა ჯორჯიას“ დირექტორი): „ფუდპანდა ჯორჯია“ არის ოფიციალურად გერმანული კომპანიის foodpanda GmbH-ს შვილობილი. ჩვენთან 50-ზე მეტი რესტორნიდანაა შესაძლებელი ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა, არჩევანი დიდია პიცა, სუში, ხინკალი, თუნდაც, ხილ-ბოსტნეული თქვენი სამზარეულოსათვის.

როგორია მომსახურების ფასები?

„ფუდპანდას“ ვებ-გვერდზე ყველა კერძის ფასი მოცემულია ყოველგვარი ფასნამატის გარეშე და არის რესტორნების არსებული ფასების ანალოგიური. მიტანის ფასიც თითოეულ რესტორანს ინდივიდუალური აქვს, რომელიც ასევე განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა უბანში ხდება კერძის მიწოდება.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინ შეკვეთებთან ერთდ, foodpanda-ში არის Take away სერვისიც.

ჩვენს გვერდზე განთავსებული რესტორნებიდან (90%-ზე მეტი) შესაძლებელია ანალოგიურად კერძების წინასწარ შეკვეთა და შემდეგ თავად წამოღება. შეკვეთის დასრულებისას კლიენტს შეუძლია მონიშნოს ადგილზე მიტანით უნდა კერძი თუ წაღებით.

რატომ გადაწყდა foodpanda-ს საქართველოში გახსნა?

საქართველოში შემოსვლა კომპანიის ბოლო დროინდელი გლობალური გაფართოების სტრატეგიის ნაწილი იყო. ჩვენი მხრიდანაც მოგვიწია ინვესტორის დარწმუნება, რომ საქართველოს მომხმარებელი მზად არის ასეთი ტიპის ინოვაციური პროდუქტის მისაღებად და ეს ფაქტი უკვე ვებ-გვერდის მუშაობის საწყის ეტაპზე დასტურდება.

ვის მიიჩნევთ კონკურენტად და რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი სერვისი გაამართლებს?

დღეს, საქართველოს ბაზარზე არის რამდენიმე ადგილობრივი ვებ-გვერდი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ჩვენს ირიბ კონკურენტად. მაგრამ განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ზოგადად ელექტრონული კომერციის სექტორი იმყოფება საქართველოში, კონკურენტის ცნება ნაწილობრივ შეცვლილია და ერთი შეხედვით კონკურენტი კომპანიები პარტნიორები უფრო არიან. ბიზნეს სექტორის ყველა მოთამაშე ერთ საქმეს ვაკეთებთ და ვცდილობთ, საქართველოში E-commerce (ელექტრონული ვაჭრობა) განვითარდეს და ინტერნეტ ბიზნესებისადმი ნდობა გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, მოხარულები ვიქნებით თუ ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება და ბევრი ძლიერი მოთამაშე ჩვენს გვერდით იქნება.

რა არის მთავარი გზავნილი? We Love Food – foodpadna-ს ეს სლოგანი საქართველოსთვისაც უცვლელია?

მთავარი გზავნილი არის, რომ ჩვენი გამოჩენით იცვლება საჭმლის შეკვეთის კულტურა საქართველოში. ჩვენი გამოცდილებით შეიძლება ვთქვათ, რომ საჭმლის შეკვეთა არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი. რაც ეხება სლოგანს, ის უცვლელი რჩება საქართველოშიც.

რითია განსხვავებული foodpanda?

foodpadna გლობალური ბრენდია. ამასთან მომხმარებელისთვის საჭმლის შეკვეთა მნიშვნელოვნად მარტივდება და მოსახერხებელი ხდება, 50-ზე მეტი რესტორანი ფაქტობრივად, „ ერთი ხელის გაწვდენაზეა“. ადგილობრივი foodpanda-ს გუნდი დაკომლექტებულია ახალგაზრდა, სხვადასხვა გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან და ისინი მზად არიან სერვისის კიდევ უფრო დასახვეწად და გასაუმჯობესებლად.

რამდენად დიდია მოთხოვნა foodpanda-ს სერვისზე?

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე ჯერ არანაირი სარეკლამო აქტივობა არ დაგვიწყია, (და ეს შეგნებულად გავაკეთეთ, რომ საოპერაციო მხარე შეგვემოწმებინა და დაგვეხვეწა) მოთხოვნა დაგეგმილზე უფრო მაღალია და ყოველდღიურად იზრდება. უახლოეს მომავალში აუცილებლად განვახორციელებთ აქტიურ კომუნიკაციას სხვადასხვა არხების მეშვეობით.

რას გეგმავთ სამომავლოდ?

უახლოეს პერიოდში (მაისის დასაწყისისთვის) “გაეშვება” ჩვენი მობილური აპლიკაცია iPhone-ს და ანდროიდის სისტემის სმარტფონებისთვის, რაც კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის შეკვეთას მომხმარებლისათვის. ივლისის თვიდან ვგეგმავთ დავიწყოთ საქმიანობა ბათუმში და წლის ბოლომდე საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

განხილვა