in

ბედნიერება ცხოვრების დეტალებშია — John Lewis-ის ვიდეორგოლი

John Lewis-ის ახალი ვიდეორგოლი For All Life’s Moments ყველაზე ბედნიერი მომენტების ჩვენეულ აღქმას ცვლის. ბრენდის თქმით, ბოლოდროინდელი კვლევები გვიჩვენებს, რომ სიხარულის პოვნა მარტივ, ყოველდღიურ წვრილმანებში შეიძლება — როგორიცაა დივანზე დაძინება, ძველ მეგობრებთან ექსპრომტი ვახშამი ან ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული დეტალები.

ვიდეოში, რომელიც შექმნილია სააგენტოს დიდი ხნის პარტნიორის Adam&EveDDB-ის მიერ, მამას ახალშობილი ქალიშვილი საავადმყოფოდან სახლში მიჰყავს. ღამეების გათენება, დასვრილი ტანსაცმელი და ხმამაღალი ტირილი კი ერთმანეთის მონაცლეობით ჩნდება სიუჟეტში — ეს მამა-შვილის ურთიერთობის განვითარების ნაწილია.

გოგონას ზრდასთან ერთად, რეკლამებში ნაჩვენებია ყველა მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც მშობლები განიცდიან: პირველი სიტყვები, ნაბიჯები, კვების დრო და თუნდაც ქაოტური ვიზიტი სუპერმარკეტში. ხოლო ბოლო სცენაში მამა შვილს სკოლის კარებთან ტოვებს, მისი ახალი ცხოვრებისეული მოგზაურობის პირველ დღეს…

„ცხოვრების ყველა მომენტისთვის“ არ არის სლოგანი; ეს არის საბოლოო ხაზი, რომელიც მომხმარებელს ბრენდის პრინციპებზე უამბობს. 

Bybelo — ზაფრანის შემადგენლობის და მაროკოს კულტურით შთაგონებული სანთელი

კედელზე ასახული ქართული იდენტობა, ერთობა და უწყვეტობა საქართველოს ბანკისა და „ნიკოს” ბოლო ნამუშევარში