17
Jun
2019

როცა მამინაცვალი შენი საუკეთესო მეგობარია – Budweiser-ის კამპანია

17 Jun 2019



Budweiser-მა მამის დღესთან დაკავშირებული კამპანია მამინაცვლებსა და გერებს მიუძღვნა. მამინაცვალი ის ადამიანია, რომელსაც ოჯახში ინტეგრირებისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდება. მას ხშირად უცხოობენ, არ იღებენ… Budweiser-მა რეკლამაში იმ ადამიანების შესახებ გვიამბო, რომლებიც თავიანთ გერებს ძალიან უყვართ და ნამდვილ მამებად მიაჩნიათ. Budweiser-მა საზოგადოებას თავიანთი ისტორიების გაზიარებისკენ მოუწოდა. ყოველი ამბის სანაცვლოდ, ბრენდი $1 დოლარს შესწირავს მამინაცვალთა ფონდს, რომელიც შერეული ოჯახების მხარდასაჭერად შეიქმნა.

 

განხილვა