in

არა, ამ ერთხელ, ასე არ მოიქცეთ! – Nike აფროამერიკელის მკვლელობას გამოეხმაურა

არა, ამ ერთხელ, ზურგი არ შეაქციოთ ამ თემას! არ გაჩუმდეთ! არ მოაჩვენოთ თავი, თითქოს რასიზმის პრობლემა არ დგას! არ შეეგუოთ უდანაშაულო სიცოცხლის მოსპობას! – ასე Nike აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას გამოეხმაურა. 60-წამიან ვიდეორგოლში, რომელზეც Wieden + Kennedy Portland-მა იმუშავა, ბრენდი რასიზმის პრობლემაზე მარტივი და მტკიცე განცხადებით პასუხობს.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ბრენდი თამამად დგება ადამიანური ღირებულებების სადარაჯოზე. 2018 წელს, მან ვიდეორგოლი გამოუშვა ფეხბურთელ კოლინ კაეპერნიკის მონაწილეობით, რომელიც რასიზმის პრობლემაზე ამახვილებდა ყურადღებას. ბრენდმა ეს გამბედავი განაცხადი გააკეთა იმის მიუხედავად, რომ საზოგადოების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა.

ქართული სააგენტოების შედეგები KIAF 2020-ზე!

90-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი, ჩატ-რულეტი და ვირტუალური ბარები ნეთვოქრინგისთვის: რა გელით EMERGE 2020-ზე