in

ჯუდ ბელინგემი, სხვა ვარსკვლავებთან ერთად, EA Sports FC 25-ის რეკლამაში გამოჩნდა

BOG
BOG

პირდაპირ გეტყვით, For the Club ემოციების სრულ სპექტრს ასახავს, რომელიც თან ახლავს ამ მშვენიერ თამაშს, იქნება ეს მოედანზე, ქუჩებსა თუ ეკრანებზე. ღრმა კავშირს გვაჩვენებს, რომელიც ფეხბურთის მოთამაშეებსა და მათ გულშემატკივრებს შორის არსებობს. რეკლამაში თამაშისა და რეალური კადრები გაერთიანებულია. სცენები კი სავსეა ბედნიერებით, თავდადებითა და იმედგაცრუებით. აქ ნახავთ ჯუდ ბელინგემს, ბუფონს, ბექჰემსა და ზიდანს, მოტეხილ ძვლებსაც, მხიარულ გულშემატკივრებსაც და ახდენილ ოცნებებსაც… ეს ყველაფერი კი EA Sports FC 25-ისთვის გაკეთდა:

 For the Club-ის კამპანიაზე Uncommon Creative Studio-მ იმუშავა. 

ოტო მოტორსი, FC TEAM-თან თანამშრომლობით, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, AI ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს

მეცნიერებმა თითი-რობოტი შექმნეს, რომელსაც პულსის გაზომვა შეუძლია