in

Forbes-ის საუკუნის იუბილეს Forbes Georgia რიგით მე-100 გამოცემით და სპეციალური მიღებით აღნიშნავს!

Forbes-ი 100 წლისაა. საუკუნეზე მეტია, მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემა ბიზნესის, ფინანსების, ინვესტიციების, ანტრეპრენიორების, სტარტაპებისა და ტექნოლოგიების შესახებ ღრმა და ფართოდ აღქმად ანალიზს სთავაზობს მსოფლიოს. Forbes-ი გამოიცემა 20-ზე მეტ ენაზე, 50-ზე მეტ ქვეყანაში და 2011 წლის დეკემბრიდან – საქართველოში.

bog
bog-mob

 

Forbes-ის საუკუნის იუბილეს Forbes Georgia რიგით მე-100 გამოცემით და სპეციალური მიღებით აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიება თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში, 10 ნოემბერს გაიმართა. Forbes Georgia-ს მიერ სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვისა და პარტნიორებისთვის შესრულდება “საგალობელი”; ქორეგრაფი – იური პოსოხოვი, მხატვრული ხელმძღვანელი – ნინო ანანიაშვილი.

საბალეტო წარმოდგენის შემდეგ გაიმართა Forbes Georgia-ს ბიზნესდაჯილდოება და გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

Forbes Woman – ქეთი ბოჭორიშვილი
Forbes Property – ალიანს ჯგუფი
Forbes Entrepreneur- თემურ უგულავა
Forbes Startup – Wifisher
Forbes Social Impact – ტრიპექსი.

ზურა ბალანჩივაძე – #პირველისამსახური

კიდევ ერთი ოჯახური საშობაო სამზადისი Waitrose-ის შავ-თეთრ ვიდეორგოლში