ავტორიტეტულმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც პირველი ადგილი „ბარსელონამ“ დაიკავა. გასულ წელს, კატალონიური გრანდის კაპიტალმა 4,76 მილიარდი დოლარი შეადგინა, რითაც მადრიდის „რეალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაუსწრო.
მეორე ადგილზე – მადრიდის „რეალი“ (4.75 მილიონი), მესამეზე კი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული გერმანული გრანდი, მიუნხენის „ბაიერნი“ (4.21 მილიონი) იმყოფება.
კლუბის მმართველი ბორდის განცხადებით, „ბარსამ“ ასეთ შედეგს სატელევიზიო უფლებების რეკორდული გაყიდვებით, ფეხბურთელებთან განახლებული კონტრაქტებითა და ხარჯების ოპტიმიზაციის წყალობით მიაღწია.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო გუნდების ოცეული ასე გამოიყურება:
- ბარსელონა – 4.76 მილიარდი დოლარი
- რეალი – 4.75 მილიარდი
- ბაიერნი – 4.215 მილიარდი
- მანჩესტერ იუნაიტედი – 4.2 მილიარდი
- ლივერპული – 4.1 მილიარდი
- მანჩესტერ სიტი – 4 მილიარდი
- ჩელსი – 3.2 მილიარდი
- არსენალი – 2.8 მილიარდი
- პსჟ – 2.5 მილიარდი
- ტოტენჰემი – 2.3 მილიარდი
- იუვენტუსი – 1.95 მილიარდი
- დორტმუნდი – 1.9 მილიარდი
- ატლეტიკო – 1 მილიარდი
- ინტერი – 743 მილიონი
- ევერტონი – 658 მილიონი
- მილანი – 559 მილიონი
- რომა – 548 მილიონი
- ვესტ ჰემი – 508 მილიონი
- ლესტერი – 455 მილიონი
- აიაქსი – 413 მილიონი