ამერიკულმა გამოცემამ Forbes იმ ბიზნესმენთა რეიტინგი გამოაქვეყნა, ვინც 2018 წელს მილიარდობით დოლარი დაკარგა. წარმოგიდგენთ პირველ ხუთეულს:

სიის სათავეში, $18,7 მილიარდით, სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგია. მეორე ადგილზე Inditeх-ის მფლობელი, ამანსიო ორტეგაა. (კომპანიას ეკუთნის ბრენდები: Massimo Dutti, Zara, Bershka). მისი დანაკარგი, $16,2 მილიარდს შეადგენს. მესამე ადგილი ჰოლდინგ Schaeffler AG-ის დამფუძნებელმა გეორგ შეფლერმა, $14 მილიარდით დაიკავა. ინტერნეტ გიგანტის, Tencent-ის დამაარსებელი მა ხუატენი მეოთხე ადგილზეა – მან 2018 წელს $10,1 მილიარდი დაკარგა. ხუთეულის ბოლოში სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის America Movil მფლობელი კარლოს სლიმ ელუ მოხვდა, რომელმაც $9,3 მილიარდი დაკარგა.










