Forbes-მა თავის ახალ კამპანიაში ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენები ქალბატონებად გარდასახა და უჩვეულო პოსტერებთან ერთად, ცოტა უცნაური გზავნილიც გაავრცელა. გამომცემლობაში, როგორც ჩანს, თვლიან, რომ ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და ლარი პეიჯი ქალებად რომ დაბადებულიყვნენ, მათი სახელები უბრალოდ არავის ეცოდინებოდა, ამასთან, ვერც დიდი მიღწევებით მოიწონებდნენ თავს. უფრო მეტიც, პოსტერებზე Forbes-მა თითოეული მათგანი კონკურენტი კომპანიის რიგით თანამშრომლად გამოიყვანა.

















