in

“Forbes Georgia“-ს დაჯილდოება – 2018 წლის გამორჩეული ადამიანები და კომპანიები 

მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ქართულმა გამომცემლობამ “Forbes Georgia“ 2018 წელი შეაჯამა და 5 სხვადასხვა ნომინაციაში, გამორჩეული პიროვნებები და კომპანიები დაასახელა.

BOG
BOG

2018 წლის “Forbes Women“ ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის მფლობელი (2018), საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი, ირმა ხეცურიანი გახდა.

რაც შეეხება დანარჩენ ნომინაციებს: “Forbes Partner 2018“-ის ჯილდო კომპანიამ „დირსი“ და მისმა ხელმძღვანელმა ბესიკ ჯიქურაულმა მიიღო; 2018 “Forbes Startup 2018“ ტექნოლოგიური კომპნია Palatine Analytics და მისი დამფუძნებელი არჩილ ჭეიშვილი გახდა; “Forbes Social Impact 2018“-ის ჯილდო „სილქ როუდ ჯგუფს“, კომპანია „სილქნეტს“ და გიროგი რამიშვილს („სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) გადაეცა;  “Forbes Entrepreneur 2018“ კი კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე გახდა.

შეგახსენებთ, ყოველწლიურ დაჯილდოებას საფუძველი 2017 წელს, Forbes-ის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაეყარა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, ჟურნალი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, 20-ზე მეტ ენაზე გამოიცემა. მათ შორის, ქართულად – გამოცემა საქართველოში, პირველად, 2011 წელს გამოჩნდა. “Forbes Georgia“ მსოფლიოს გავლენიანი ბიზნესჟურნალის – ForbesMedia N.Y.-ის ლიცენზირებული, ყოველთვიური გამოცემაა. მას ადგილობრივი ბაზრისთვის, სს “Media Partners”,  Forbes Media LLC NY სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გამოსცემს.

 

სინამდვილეში, რატომ მიდიან სამსახურიდან?

2018 წელს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება 511 მილიარდი დოლარით შემცირდა