Ford-მა ახალი ელექტრო პიკაპი წარადგინა, რომელიც რეტრო-ფუტურისტულ ოცნებას ჰგავს. 1978 წლის Ford F-100 პიკაპის სატვირთო მანქანაზე დაფუძნებულ F-100 Eluminator-ს 480 ცხენის ძალა აქვს და Ford Performance Parts-ის Eluminator ელექტროძრავით იკვებება.
სამწუხაროდ, ეს ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტუალური მანქანაა. თუმცა F-100 Eluminator შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება EV ესთეტიკის წინსვლა. ვიზუალური თვალსაზრისით, მისთვის მეტი მრავალფეროვნების მინიჭება შეიძლება, მაგრამ მთავარ მიმზიდველობას 70-იანი წლების იერი წარმოადგენს…

საგულისხმოა, რომ ელექტრო მანქანები ბევრად უკეთესია გარემოსთვის, ვიდრე გამონაბოლქვის მქონე ძველი მოდელები. თუმცა მათი ჩვეულებრივი ფუტურისტული ესთეტიკა ყველას გემოვნებას არ შეესაბამება. იმედია, Ford F-100 Eluminator, თავისი რეტრო ესთეტიკის რეპროდუცირებით, ამ ტენდენციას შეცვლის და მეტი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს.















