ავტომწარმოებელმა Ford მოდელ EcoSport-ის საბარგულის საფენის ფორმის და პორტატული პანდუსი შექმნა. ეტლით მოსარგებლეებს პანდუსის დამოუკიდებლად გამოყენება შეუძლიათ. მოწყობილობას აქვს სენსორები და მიკროპროცესორი, რომელიც ყოველი გამოყენებისას მომხმარებლის ტელეფონზე გზავნის სიგნალს. ამ მონაცემების საშუალებით ადვილია დაკვირვება, რომელი ადგილების ადაპტირებაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ EcoSport შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) მძღოლებისთვის შეიქმნა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
Ford-ის პორტატული პანდუსი












