in ,

Ford-ის ქარხანაში Boston Dynamics-ის რობოძაღლები მუშაობენ

მიჩიგანში მდებარე Ford-ის ქარხანაში Boston Dynamics-ის ორი რობოძაღლი აიყვანეს. მათი დავალება განახლებული ქარხნის სკანირებაა. რობოძაღლებს სახელებიც შეურჩიეს, ერთ მათგანს Fluffy, ხოლო მეორეს „ნამვილი სახელი“ Spot ჰქვია. რობოტები ხუთი კამერით არიან აღჭურვილი, რომელსაც სივრცის 360 გრადუსიანი სკანირება შეუძლია. გარდა ამისა, რობოტების ეს სახეობა, ანუ Spot კიბეებზეც კარგად გადაადგილდება. შედეგად, Ford-ის ინჟინრებს განახლებული ქარხნის ზუსტი მოდელი ექნებათ. Ford-ის წარმომადგენლების თქმით, ერთი ქარხნის სკანირებისთვის ორი კვირა სჭირდებოდათ, Spot-ის დახმარებით კი ეს დრო ნახევრდება.

აღსანიშნავია, რომ Spot-ის სპეციფიური სამუშაოსთვის პროგრამირება თავისუფლად შეიძლება (ასე მოიქცა Ford-იც – რობოტი სპეციფიური სამუშაოსთვის მოამზადა). გარდა ამისა, დაცემის შემთხვევაში, ეს რობოტი არ საჭიროებს სხვის დახმარებას წამოსადგომად. ამჟამად, Ford-ში Spot-ებს ადამიანი მართავს და იგეგმება მათი დისტანციურად გაკონტროლება. სამომავლოდ კი, შესაძლოა Spot-ები არამხოლოდ მიჩიგანში, არამედ Ford-ის სხვა ქარხნებშიც აღმოჩნდნენ.

Boston Dynamics-მა Spot-ების გაყიდვა გასულ წელს დაიწყო და მისი ყიდვა ახლა უკვე ნებისმიერ კომპანიას, 75 000 დოლარად შეუძლია.

Logitech-ისა და Herman Miller-ის გეიმინგ სავარძელი გაგრილების სისტემით

გზა ცისკენ, ფრენით შეპყრობილი ადამიანებისთვის! – საქართველოს ახალი აეროკლუბი 1*209, ბრენდინგი