in

მომავალი უკვე აგებულია

ავტომწარმოებელი Ford მომავალი საუკუნისთვის ემზადება. ყოველ შემთხვევაში, ასეთ განაცხადს აკეთებს კომპანია ახალ ვიდეორგოლში, სახელწოდებით “მომავალი აგებულია” (The Future Is Built). რეკლამის მთავარი გმირი მსახიობი ბრაიან კრანსტონია, რომელსაც მაყურებელი სერიალ “მძიმე დანაშაულიდან” (Breaking Bad) იცნობს. 60-წამიან ვიდეორგოლში, ბრაიანი პირადად წარადგენს ბრენდს და ხაზს უსვამს “ფორდის” ახალ მიმართულებასა და მიდგომას: “მიეცით საშუალება სხვებს, იოცნებონ მომავალზე, სანამ ჩვენ მას ავაშენებთ!”. როგორც ჩანს, Ford-ს სურს მომხმარებლის მომავლის ტექნოლოგიებთან ასოცირდებოდეს. კამპანიაზე ნიუ-იორკის საკომუნიკაციო სააგენტომ Wieden + Kennedy იმუშავა.

BOG

 

https://youtu.be/HVlfclOpsK8

ქართული კერძები „გემოს მსოფლიო ატლასზე“

ქალაქის ცენტრთან ახლოს ცხოვრების უპირატესობები