Built Ford Proud ერთობლივი კამპანიაა — სამუშაო ტანსაცმლის ბრენდ Dickies-ისა და ავტომობილების მწარმოებელ Ford-ის. კამპანიის მთავარ გმირს კი მსახიობი სიდნი სუინი წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ ცნობილი როლების პარალელურად, მანქანის მექანიკოსობასაც ითავსებს. მის TikTok არხ Syd’s Garage-ს 1,6 მილიონი გამომწერი ჰყავს.
უახლესი თანამშრომლობის ფარგლებში ძირითადი აქცენტი Ford-ის მიერ წარმოებულ Mustang-ზე კეთდება. ეს განსაკუთრებით სიმბოლურია სიდნისთვის, ვინაიდან ბავშვობიდან ახსოვს Ford-ის მანქანების შეკეთების გამოცდილება, თავის ოჯახთან ერთად. ამავდროულად, სიდნის 1965 Mustang-ით შთაგონებული სამუშაო ტანსაცმელი აცვია და მთელ ვიდეორგოლსაც სრულად ვინტაჟური ხასიათი გასდევს.
მთლიანობაში, კამპანიის კონცეფცია სტერეოტიპების დამსხვრევა და იმის ჩვენება იყო, რომ ქალებისთვისაც ისეთივე საინტერესოა ეს საქმიანობა, როგორც კაცებისთვის.