in

Ford-ის ელექტრომობილის მძღოლები Tesla-ს სადგურით ისარგებლებენ

მომავალი რომ ადრე თუ გვიან ელექტრო იქნება, ამაში მრავალმა ახალმა ტექნოლოგიამ თუ კონცეფციამ დაგვარწმუნა, მაგრამ ახლა Ford კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს — კომპანიის CEO-ს ჯიმ ფარლის განცხადებით, ისინი ილონ მასკის Tesla-ს ელექტრომობილების ადაპტერებზე მიიღებენ წვდომას — ჩვენ გვსურს, დამუხტვა მეტად მოსახერხებელი გავხადოთ Ford EV-ის მფლობელებისთვის“.

ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ელექტრომობილების დამუხტვის პრობლემა არაერთ ქვეყანაში დგას, ბევრ მომხმარებელში რიგები შფოთვის გამოწვევის მიზეზიც კი გახდა, რის გამოც თავდაპირველ არჩევანსაც დაუბრუნდნენ. ამ დაძაბულობას მძღოლებში დიდად შეამსუბუქებს საჯარო დამუხტვის სადგურები, რომლებიც შეჩვეულნი არიან ბენზინ თუ გაზგასამართი სადგურებს ყოველ კუთხეში, რისკენაც ერთი ნაბიჯი უკვე ფორდმა გადადგა. 

კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ წელს გვაცნო, რომ მის ელექტრომობილებს 2025 წლისთვის ტესლასთვის თავსებადი დამუხტვის პორტები მოჰყვებოდა. თანაც გლობალურად თითქმის 6000 დამუხტვის სადგურით, ტესლას ქსელი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და განვითარებულია მსოფლიოში. კომპანიის განცხადებით ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე 7500-ს მიაღწევს, დამუხტვის ქსელი კი იმ ელექტრო მანქანების მძღოლებისთვისაც გაიხსნება, რომლებსაც Tesla-სთვის თავსებადი მანქანა ან ადაპტერები არ აქვთ. 

ეს ამბავი Tesla-ს დამუხტვის სტრატეგიასაც ამართლებს — წლების მანძილზე გლობალური ავტომწარმოებლები Combined Charging Standard-ს იცავდნენ, Tesla-ს დამტენი კი გამორჩეული იყო, თუმცა მისი დიზაინი და სხვა მახასიათებლები 2022 წელს საჯარო გახადეს. ამგვარად, იგი North American Charging Standard-ადაც ჩამოყალიბდა. ხოლო ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ ფორდი გახდა პირველი ავტომწარმოებელი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი გადავიდოდა Tesla-ს დამუხტვის დიზაინზე. ფორდს კი მალევე გვერდით დაუდგა ისეთი ბრენდები, როგორებიცაა BMW, General Motors, Honda, Kia, Rivian და Toyota…

კამპანია, რომელიც შეზღუდულ შესაძლებლობებს ამსხვრევს

„ოტიუმ ფოთი“ — ახალი საცხოვრებელი ბლოკი ქალაქში