in

ელექტროპიკაპ Cybertruck-ს, სიმძლავრის დემონსტრირებისთვის, Ford F-150 ჩააბეს

გასულ კვირას, Tesla-მ პირველი ელექტროპიკაპი Cybertruck წარადგინა. გუშინ კი ილონ მასკმა ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც Cybertruck-ს Ford F-150 აქვს ჩაბმული და დაჰყავს. გასათვალისწინებელია, რომ 42 წლის განმავლობაში, Ford-ის F სერიის მოდელები ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი პიკაპები იყო.

აღნიშნული ვიდეო შეგვიძლია დავუკავშიროთ ახალი მოდელის სიმძლავრის დემონსტრირებას, რადგან პრეზენტაციის განმავლობაში, მოდელის გამძლეობაზე კეთდებოდა აქცენტი. აღსანიშნავია, რომ მანქანის გამძლეობის ტესტმა არც ისე წარმატებით ჩაიარა. მართალია, ურომ Cybertruck-ის კარს ვერაფერი დააკლო, თუმცა პიკაპის ჯავშნიანი მინების გაბზარვა ფოლადის ბურთებით გახდა შესაძლებელი. ეს პრეზენტაციის სწორედ ის ნაწილია, რომლის გამოც ტესლამ გარკვეული კრიტიკაც დაიმსახურა. შესაძლოა, ილონ მასკის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ამ „დანაკლისის“ შევსების მცდელობადაც ჩავთვალოთ.

“ზუგო” – ბიოდეგრადირებადი ცელოფნების მწარმოებელი კომპანია

როდის უშვებენ ეკონომისტები შეცდომას?