8
May
2018

იგრძენი, რისი დანახვაც გინდა! – Ford მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის

8 May 2018



Ford-ს მოგზაურობის მოყვარული მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის განსაკუთრებული სიახლე აქვს. კომპანიამ სპეციალური მოწყობილობა შექმნა, რომელიც მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებს მათ გარშემო სამყაროს ზოგადი აღქმის საშუალებას მარტივად მისცემს. ავტომობილის ფანჯარაზე დასამაგრებელი ტექნოლოგია, ნებისმიერ ადგილს ჯერ სურათს უღებს, ხოლო შემდეგ ვიბრაციის დახმარებით მხედველობადაქვეითებულ ადამიანს ფანჯარაზე ხელის შეხებით ადგილის შესახებ ზოგად წარმოდგენას უქმნის. ტექნოლოგია უზრუნველყოფილია ხმოვანი სისტემითაც, რომელიც ხედის უფრო დეტალურ აღწერილობას გადმოსცემს.

 

განხილვა