in

Ford-მა Google-თან ხელშეკრულება გააფორმა – Android Automotive-ს მილიონობით მანქანა მიიღებს

როგორც კომპანია აცხადებს, Google-თან პარტნიორობა საკუთარი პროდუქციის მოდერნიზებაში ეხმარება

veon
veon

ამერიკულმა საავტომობილო გიგანტმა Ford-მა Google-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც Android Automotive-ს (ციფრულ ეკრანებში ჩაწერილი პროგრამა) მილიონობით მანქანა მიიღებს.

როგორც კომპანია აცხადებს, Google-თან პარტნიორობა საკუთარი პროდუქციის მოდერნიზებაში ეხმარება – ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ღრუბლოვანი სერვისების გამოყენებით. სწორედ ასე შეძლებს Ford საცალო ვაჭრობის გამოცდილების ეფექტურად განვითარებას და ახალი შეთავაზებების შექმნას, ავტომობილის მონაცემების დახმარებით.

ხელშეკრულების საფუძველზე ვიგებთ, რომ 2023 წლიდან Ford-ის მანქანებისთვის Android Automotive საბაზო ოპერაციული სისტემა იქნება. აღსანიშნავია, რომ “ანდროიდის” ღია ხასიათის კოდის წყალობით, მილიონობით მანქანა მუშაობს პროგრამული უზრუნველყოფით, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა დეველოპერებისთვის – ეს ბევრი საინტერესო აპლიკაციის შექმნის წინაპირობას ქმნის.

ამერიკული საავტომობილო კომპანია არ აპირებს Google-ის სრული სისტემის მიღებას, არამედ შეინარჩუნებს ისეთ ძირითად მახასიათებლებს, მაგალითად, როგორიცაა მომხმარებლის ინტერფეისისა და ოპერაციული სისტემის სინქრონიზაცია. 

როგორ შეძლო TalTech-მა, პანდემიის დროს, სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვა

სამუშაო/პირადი ცხოვრების ბალანსი არის არა მიღწევა, არამედ ციკლი