in

ძველი მანქანის რედიზაინი Ford-ისგან, Ford GT-ის ლიმიტირებული გამოშვება

Ford ახალ მოდელს GT Heritage Edition-ს უშვებს, რომლითაც თავის ნოსტალგიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს „ლე-მანის” რბოლაში გამარჯვებისადმი. ის შეზღუდული რაოდენობით გამოვა და მიმდინარე კვირაში ნიუ იორკის ავტო შოუზე იქნება წარმოდგენილი. Ford-მა თავისი ორიგინალური Ford GT40 პროტოტიპი 1964 წელს ნიუ იორკის გამოფენაზე წარმოადგინა, ამიტომ სიმბოლურია, რომ ახალი მოდელიც იგივე ლოკაციაზე წარსდგება.

ახალი GT თან ჰგავს ძველ მოდელს, თან ახალი უპირატესობებიც აქვს დამატებული. ესენია პრიალა, ბოჭკოვანი დეტალები მანქანის როგორც გარე, ისე შიდა ნაწილზე. კარებზე ამოტვიფრული 5-იანი მას აკავშირებს 1960-იანი წლების მოდელთან. ასევე მანქანას სალონში აქვს ოქროს დეტალები შიდა ხელსაწყოების პანელსა და სავარძელზე.

ბრენდში ამბობენ, რომ ოქროსფერისა და წითლის კომბინაცია პატივისცემაა იმ გამარჯვებისა, რომელიც 1966 წელს „ლე-მანის” ფინალზე ფორდმა აჩვენა. ყველაზე სპორტული GT40-ით შთაგონებული Ford GT ნოუ-ჰაუა და აქვს იმის პოტენციალი, რომ კონკურენტებს მთელი მსოფლიო მასშტაბით დაუდგეს გვერდით.

გორის ქალთა გუნდის ნამუშევრებს მთვარეზე გაგზავნიან!

ყურადღება მიაქციეთ თქვენი კომპანიის გრძელავადიან ხედვას