in

Ford-ის სათავგადასავლო კამპანია საუკუნის შემდეგ გრძელდება

დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, 1922-1927 წლების შუალედში, ალოჰა ვანდერველი იყო პირველი ქალი იყო, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა და 43 ქვეყანას ესტუმრა. ინიციატივას კი Ford Motor Company-მ შეუწყო ხელი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში აფინანსებდა ალოჰას Ford Model T-ით მგზავრობას.

ალოჰა ვანდერველი გახდა მკვლევარი, კინორეჟისორი, ცოლი და დედა. მან დაიწყო მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო თექვსმეტი წლის ასაკში და ეწვია ისეთ ადგილებს, რომლებიც არცერთ დასავლელ მამაკაცს ან ქალს მანამდე არ უნახავს. მთელი მოგზაურობის განმავლობაში მას უწევდა რთულ გარემოებებთან ადაპტაცია, თუმცა ყველაფერს არაჩვეულებრივად უმკლავდებოდა.

ახლა კი, როდესაც ფორდი თავისი მისიისკენ სწრაფი ტემპით მიემართება, რათა ელექტრო მანქანების ინდუსტრიაში რევოლუციის ავტორად იქცეს, ბრენდმა ახალი ისტორიის დაწერა გადაწყვიტა. უფრო კონკრეტულად, სათავგადასავლო კამპანიის ფარგლებში, ინფლუენსერი ლექსი ალფორდი (ცნობილი, როგორც Lexie Limitless) ვანდერველის გზას გაჰყვება — ახალი ელექტრო Ford Explorer™ SUV-ით იმოგზაურებს მსოფლიოს გარშემო.

ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ ვიდეორგოლიც გამოუშვა, რომელშიც მთელი სულისკვეთებაა ასახული.

#ჩვენვქმნითალიანსს სამშენებლო-დეველოპერული სექტორის მოწინავე ხაზზე – „ალიანს ჯგუფის“ გუნდი კომპანიის შესახებ

უკვე ნახეთ Toyota-ს „მეტალმორფოზა”?