7
Feb
2020

ლეგენდარული მუსტანგი და როკი, Ford-ის AR კამპანიაში

7 Feb 2020



როდესაც ყველაზე გამორჩეულ ავტომობილებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი Ford Mustang გვახსენდება. ავტომობილი, რომლის V8 ძრავის მელოდია მძიმე მეტალის როკს მოგვაგონებს. 1964 წლიდან მოყოლებული, მუსტანგის ექვსივე თაობა როკთან ასოცირდება. მასზე არაერთი ვიდეორგოლი გადაუღიათ, დაუწერიათ სიმღერები და არაერთი როკ-შემსრულებლის საყვარელი მოდელიც ყოფილა. Ford-მა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო, ამ მოდელს AR ტექნოლოგია დაუკავშიროს და გვაჩვენოს, რამდენად ახლოს არის მუსტანგი როკთან ახლოს. სპეციალური აპლიკაცია ცნობს მუსტანგის მოდელს და შესაბამისი თაობის (64/73, 74/78, 79/93, 94/04, 05/14, 15/ახლა-) მუსიკის ფლეილისტს გვთავაზობს Spotify-ზე. გაეცანით კამპანიას ვრცლად, ვიდეორგოლში.

განხილვა