7
Sep
2019

იმისთვის, რომ სამყარო აითვისო, კარგი ავტომობილი გჭირდება – Ford-ის კამპანია

7 Sep 2019



“არ გჭირდება სხვა პლანეტაზე წასვლა იმისთვის, რომ სამყარო აითვისო, ამის გაკეთება დედამიწაზეც შეგიძლია, თუმცა – სწორი ავტომობილის დახმარებით” – ამ სიტყვებით იწყება ფორდის ერთ-ერთი ვიდეორგოლი ახალი კამპანიიდან. ამისთვის კი ავტომობილების მწარმოებელი ახალ მოდელს – Ford Explorer-ს გვთავაზობს. იმისთვის, რომ კომპანიამ საკუთარი ავტომობილის სანდოობაში დაგვარწმუნოს, ერთ-ერთ პერსონაჟად ვიდეორგოლში ასტრონავტი გვევლინება, რომელსაც დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ფორდის ავტომობილით ბავშვები სკოლიდან გამოჰყავს. ამით კი, ალბათ, სწორედ იმის გამოხატვა სურთ, რომ ეს ავტომობილი ყველასთვის სასურველი და მოსახერხებელია. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ვიდეორგოლთა სერიაზე სარეკლამო სააგენტო Wieden+Kennedy-მ იმუშავა.

 

 

 

განხილვა