in

ახალი რეინჯერი ყოველთვის უნდა გამოცადოთ, როგორც ახალი ჯინსი

Ford Pro 2023 წლის Ranger პიკაპისთვის ახალ კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ვიდეორგოლიც გამოუშვა. პიკაპი, რომელიც უკვე ზედიზედ 8 წელია, ევროპაში ყველაზე გაყიდვად მოდელად ითვლება, სრულიად შეცვლილი სახით დაბრუნდა. 

კრეატიული ნამუშევრის სახელწოდებაა “Go Break It In”, რომლის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ ახალი რეინჯერი ყოველთვის უნდა გამოცადოთ, როგორც ახალი ჯინსი. მოკლე ფილმში მთავარი გმირი პირველ დღეებში უხეშად ექცევა თავის ახალ მანქანას, აჭუჭყიანებს მას, ატარებს ქვაღორღიან გზაზე და აკვირდება მანქანის მახასიათებლებს. 

სარეკლამო კამპანია პირველად აშშ-ში გამოჩნდა და მასზე სააგენტო AMV BBDO-მ იმუშავა.

Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის პროგრამის გადამზადების კურსი ჩატარდა

იპოვე პროფესია ტექნოლოგიებში