Ford, აშშ-ის ბაზრიდან, 1.2 მილიონ ავტომობილს უკან გაიწვევს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მანქანებს მჭიდის პრობლემა აქვს, რამაც შესაძლოა, საჭის ბორბალზე მოახდინოს გავლენა, უფრო სწორად მის გამართულად მუშაობაზე. საუბარია 2011-2017 წლებში, ჩიკაგოს ქარხანაში დამზადებულ მოდელებზე.

BBC-ის ინფორმაციით, უკან გასაწვევი ავტომობილების დაახლოებითი ღირებულება $180 მილიონია. Ford-ის წარმომადგენლების თქმით, სწორედ ამ პერიოდში გამოშვებული მანქანის მართვისას საჭის ბორბლის პრობლემა ერთ მომხმარებელს უკვე ჰქონდა.
„საჭის ბორბლის გაუმართაობის გამო იზრდება შეჯახების რისკი. სწორედ ასე დაემართა Ford-ის ავტომობილის ერთ-ერთ მფლობელს, ის ბორდიურს დაეჯახა და თითი მოიტეხა“.
Ford-ს მსგავსი შემთხვევა წარსულშიც ჰქონდა. BBC-ის ინფორმაციით, კომპანიამ, ტექნიკური გაუმართაობის გამო, 2014 წელს, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრიდან 1.1 მილიონი Explorer-ის მოდელი გაიწვია.












