in

Ford-ის ჭკვიანი საწოლი – დაბრუნდი შენს ნახევარზე!

ადამიანი, ძილში, დაახლოებით, 20-ჯერ იცვლის პოზას. ამ დროს, თავის ნახევარს სცდება და იწყება „ბრძოლა“, როგორმე, ერთის ადგილზე, ორი მოთავსდეს. ეს პრობლემა, ალბათ, მალე, აღარავის ექნება – Ford-მა ჭკვიანი საწოლი შექმნა. თუ თქვენს ნაწილს გასცდებით, სპეციალური მექანიზმი და მოძრავი მატრასი უკან დაგაბრუნებთ.

 

ჯერ უცნობია, რა ეღირება ეს ჭკვიანი საწოლი. როგორც კომპანიაში ამბობენ, ის ხაზების აღქმის იმ ტექნოლოგიით შეიქმნა, რომელსაც Ford, ძირითადად, ავტომობილებისთვის იყენებს.

“გვინდა, მომხმარებლებმა უკეთესად გაიცნონ ქვეყანა, სადაც მიდიან” – ტურისტული კომპანია Grand Voyage

მესისა და სალაჰის ორთაბრძოლა – Pepsi-ის ახალი კამპანია