ფორდის 50 წლის წლის წინ განხორციელებული სარეკლამო კამპანია ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა.
1965 წელს Empire State Building-ის ლიფტში ფორდ მუსტანგი სამ ნაწილად დაჭრეს და სახურავზე ისე აიტანეს. ახალი მუსტანგი ძველ ვერსიაზე (10 სანტიმეტრით სიგანეში და 18 სანტიმეტრით სიმაღლეში) უფრო დიდია, რაც მის ტრანსპორტირებას დამატებით პრობლემებს უქმნის.
16-17 აპრილს ტექნიკოსების წინაშე რთული ამოცანაა, სწორად გაჭრან მანქანა ისე, რომ მისი აწყობა სრულფასოვნად შეძლონ. 86-ე სართულზე კი ფორდი ისტორიულ აქციას გაამეორებს და ახალი მუსტანგი ისევ დამთვალიერებელს ელის.