in

Ford–ის არაჩვეულებრივი გამარჯვება Le Mans–ის რბოლაში – 360 გრადუსიანი ვიდეორგოლი

Le Mans–ი სპორტული მანქანების რბოლის ნამდვილი მწვერვალია. ეს ის მოვლენაა, რომლისთვისაც ყველა სერიოზული ავტომობილის ბრენდი მთელი ძალისხმევითა და შემართებით ემზადება ხოლმე. რბოლაში, რომელიც 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, ერთ ავტომობილს 3 მძღოლი მონაცვლეობით მართავს, დანარჩენი ჯგუფი კი, ტექნიკოსებით დაწყებული, უშუალოდ კომპანიის დირექტორით დამთავრებული, მთელი ამ დროის განმავლობაში სრულად მობილიზებულია.

 

 

ზუსტად 50 წლის წინ Ford GT–მ Le Mans–ის რბოლაში ლეგენდარული გამარჯვება მოიპოვა. კომპანია წელს ახალი GT-ით თავდაჯერებულად გამოცხადდა იმ განზრახვით, რომ ახალი მოდელით თავიდან შეექმნა Ford–ის ისტორია. რაც მთავარია, ფორდმა Le Mans–ის მოყვარულებს არაჩვეულებრივი სიურპრიზი გაუკეთა – რვაწუთიანი  ვიდეორგოლი, რომელიც 24 საათიან რბოლას დეტალურად ასახავს. ვიდეო 360 გრადუსიან ფორმატშია და მაყურებელს მთელი გარემოთი შეუძლია ტკბობა.

ხანგრძლივი და დაძაბული რბოლა Ford–ის გამარჯვებითა და შამპანურის “ცივი შხაპით” დამთავრდა.

“ყველა ჩემი გეგმა და მიზანი დაკავშირებულია ახალ თაობასთან” – Spotlight 2016-ის სპიკერი, რეზო ჩარკვიანი

AllCooks – პირველი ქართული iOS აპლიკაცია უსინათლოებისთვის iDevelopers-ისგან