in

რას ხედავთ პოსტერზე?! – Ford-ის პრინტ კამპანია საჭესთან სმარტფონის გამოყენების წინააღმდეგ

Ford-მა, სააგენტო GTB-სთან ერთად, ავტომობილის მართვის დროს სმარტფონით სარგებლობის წინააღმდეგ უკვე ორი კამპანია ‘Don’t Scroll and Drive’ და ‘Don’t Emoji and Drive’ გამოუშვა. ახლა კი მომხმარებელს მესამე პრინტ კამპანია ‘Don’t Tap and Drive’-ც გააცნეს, რომელიც წინამორბედებს კრეატიულობითა და მნიშვნელოვანი კონტენტით ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება. ამჯერად ყურადღება თეგებზე გამახვილდა. სამი პოსტერი, რომლებზეც GTB-მ დიდი მონდომებით იმუშავა, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელს ასახავს, მთელი შინაარსი კი იმ თეგების კომბინაციაშია, რომელიც მის ფონზეა გამოსახული და კარგად რომ დააკვირდეთ, საინტერესო ფიგურებსაც ამოიცნობთ.

BOG
BOG

თეგების განლაგებით მიღებული ძაღლის, ფეხით მოსიარულე და მორბენალი ადამიანების სილუეტები კამპანიის მთავარი გზავნილია, მანამ, სანამ მძღოლი სმარტფონითაა გატაცებული, გადასასვლელზე შესაძლოა უბედური შემთხვევა მოხდეს და ვინმე დაშავდეს.

ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება ერთი ჭიქა გემრიელი ჩაის თანხლებით- Brooke Bond Red Label-ის სასარგებლო ექსპერიმენტი

შანხაის ქუჩებიდან გამქრალი 24 მილიონი ადამიანი და ერთი შეყვარებული წყვილი – Apple-ის “პრაქტიკული მაგიის” კიდევ ერთი რგოლი