in

ბრაზილიელი მეცნიერების რუკა – როგორ გადავარჩინოთ ტყე განადგურებისგან

როდესაც სელსო სილვა ჯუნიორმა, ბრაზილიის კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INPE) კანდიდატმა, თვალი შეავლო ბრაზილიის მეორადი ხეების რუკას, ის გაოგნებული დარჩა საკუთარი მუშაობის შედეგით – ხეების მესამედი ბუნებრივად გამოჯანმრთელდა.

გასულ აგვისტოს, ვიდრე სელსო სილვა ამასთან დაკავშირებით სტატიას გამოაქვეყნებდა, მეცნიერებმა არ იცოდნენ ტყეების გამრავლების ზუსტი არეალი ბრაზილიაში (როგორც ჩანს, 262 791 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს), რამდენი წლის იყო ეს ტყეები ან სად მდებარეობდა. ახლა კი კვლევის ავტორებმა განცხადეს, რომ რუკების გამოყენება შესაძლებელია ტყეების აღდგენისათვის, გაჩეხვისა და ხანძრების თავიდან ასაცილებლად.

”თუ ყოველ შვიდ წელიწადში მეორადი ტყე იჭრება, მაშინ თქვენ იცით, რომ ამ რეგიონში ექვსი წლის შუალედში ტყეში ხანძრის გაჩენა ან ტყეების გაჩეხვა გარდაუვალია” – თქვა თანაავტორმა ლიანა ანდერსონმა, ბრაზილიის ეროვნული ცენტრის (ბუნებრივი კატასტროფების მონიტორინგი და ადრეული გაფრთხილება) მკვლევარმა.

მშრალი წლის განმავლობაში ხელისუფლებას შეუძლია, გამოიყენოს ეს ინფორმცია ხანძრისა და სხვა პრობლემების თავიდან ასაცილებლად. „სჯობს წინასწარ დაგეგმო რაღაცები, ვიდრე შემდგომ მიღებული ზიანის გამოსწორებაზე მოგიწიოს ზრუნვა“ – ამბობს ანდერსონი.

ამ დროისთვის ამაზონის დიდი ტერტორია სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენება, თუმცა შესაძლოა, მალე მეორადი ტყეების სახელით აღინიშნოს რუკაზე. მწვანე საფარის დაზიანებას იწვევს მიწის დამუშავების მიზნით მისი მონიშვნა და შემდეგ მისი მიტოვება, რის წინააღმდეგაც გარკვეული ზომები უნდა იქნას მიღებული.

განადგურებულ ტყეებში აუცილებელია აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. 15 წელიწადში „ახალბედა“ მცენარეები შექმნიან ტყეს, 40 წელიწადში კი ამაზონის 85% იქნება აღდგენილი.

როგორც ანდერსონი ამბობს, ტყეების აღსადგენად და ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად მეორადი ტყის გამოყენება საუკეთესო გზას წარმოადგენს. თანაც, კვლევის თანახმად, მეორადი ტყეები ნახშირბადს უფრო ადვილად და სრწაფად ითვისებენ. ამის გამო მიიჩნევა, რომ მეორადი ტყეები კლიმატური პრობლემების წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო „გასაღებია“.

მნიშვნელოვანია, რომ ბრაზილიის მასშტაბის რუკები ხსნის კარიბჭეებს პოტენციური კომპენსაციის სისტემისკენ, რაც მიწის მესაკუთრეებს აძლევს სტიმულს, დაიცვან კერძო საკუთრებაში არსებული მზარდი ტყეები. „თუ გვსურს ფერმერებს ხელი შევუწყოთ დაიცვან ეს ტყეები, რომლებსაც უდიდესი სარგებელი მოაქვს ბიომრავალფეროვნებისთვის, ეკოსისტემური მომსახურებისა და ნახშირბადის შენახვისთვის, საჭიროა კომპენსაცია” – ამბობს ანდერსონი.

Mymarket და eMoney ქეშბექის აქციას გთავაზობთ

პატარა იოდამ ნაძვის ხეზე ვარსკვლავები ჩაანაცვლა