9
Mar
2015

Puma-მ მთელი Time Square არბენინა

9 Mar 2015

Elit Electronics


Puma-მ Time Square-ზე ენერგიის გამომუშავების მიზნით მასშტაბური, სპორტული კამპანია “გაანათე შენი ქალაქი” განახორციელა.

აქციის ფარგლებში სპორტსმენები მთელი დღის მანძილზე სავარჯიშო ველოსიპედებით ვარჯიშობდნენ.  როდესაც ვარჯიშის შედეგად გამომუშავებულმა ენერგიამ 100% მიაღწია, კომპანიამ ახალი ბოტასების Ignite-ს გამოშვება დააანონსა.

კამპანიის სახე, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი, უინსტონ ბოლტი გახდა. “პუბლიკის წინაშე ეფექტურ გამოჩენას არაფერი შეედრება, სწორედ ამიტომ მომეწონა ეს კამპანია ” – ამბობს უინსტონ ბოლტი.

“გაანათე შენი ქალაქი” Time Square-დან ტოკიოშიც გადაინაცვლებს. პრინციპი უცვლელი დარჩება, Puma ტოკიოშიც ენერგიის გამომუშავებას დაიწყებს.

განხილვა