“Vichy”-მ ახალი კოსმეტიკური ხაზის “Forget flawless”-ის გამოსვლასთან დაკავშირებით სარეკლამო კამპანია “Your Skin Deserves Better” (შენი კანი უკეთესს იმსახურებს) წამოიწყო.
თითქმის ყველა კოსმეტიკურმა ბრენდმა ერთნაირი პოზიცია შაერჩია – მომხმარებელს (ძირითადად ქალებს) არწმუნებენ, რომ ლამაზები არიან და ბუნებრივი სილამაზე ყველაზე მნიშვნელოვანია. ვიდეო რგოლში, რომელიც კამპანიის ნაწილი გახდა, ქალები სარკეს “ეწუწუნებიან”. სარკე კი უეცრად ლაპარაკს იწყებს და არწმუნებს, რომ ყველაფერი კარგადაა.
ახალი კოსმეტიკის ხაზი სხვადასხვა ასაკის ქალებისთვისაა. შესაბამისად, ვიდეოშიც განსხვავებული ასაკის ქალები მონაწილეობენ.
https://youtu.be/iluJ8FVrSgg