თბილისის ძველ უბანში ახალი საცხოვრებელი სახლი შენდება. მალე, ავლაბარში, ბოჭორმას ქუჩის #19-ში Suits by Foris Development-ში დასახლდებიან მაცხოვრებლები. დაბალსართულიანი პროექტი 113 მოსახლეს აერთიანებს. გათვალისწინებულია ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, ასევე, კომერციული და საოფისე სივრცეები. მოსახერხებელი ადგილმდებარეობის დამსახურებით, პროექტი კომფორტულია მაცხოვრებელი ოჯახებისთვის, სტუდენტებისთვის, აქტიური ცხოვრების მოყვარულებისა და ინვესტიციისთვისაც. ამ ყველაფერს კი კომპანია Foris Development უძღვება, რომელსაც აქამდეც უმუშავია საცხოვრებელი სახლების დაპროექტებასა და მშენებლობაზე ბათუმში. კომპანიის მთავარი ღირებულებები ხარისხსა და სანდოობას ეფუძნება, ხოლო თითოეული პროექტი უბნის ხასიათისა და მაცხოვრებლების საჭიროებების მიხედვითაა შემუშავებული. კომპანიის გამოცდილებასა და Suits-ის პროექტის მიმდინარეობაზე Foris Development-ის პროექტის ხელმძღვანელი ანა ვერძაძე გვესაუბრა.
M: პირველ რიგში მიმოვიხილოთ, რას აერთიანებბს Foris-ის უკვე არსებული პროექტები?

Foris Development-ს სამშენებლო პროექტები აქვს ბათუმსა და თბილისში. ამ დროისათვის, ჩვენს პორტფოლიოში სამი დასრულებული საცხოვრებელი კორპუსია ბათუმში, ასევე, ერთი მიმდინარე პროექტი თბილისში. თითოეული მათგანის დიზაინი შემუშავებულია ადგილმდებარეობიდან, უბნის არქიტექტურული ღირებულებებიდან და მიზნობრიობიდან გამომდინარე. სწორედ ესაა Foris–ის საცხოვრებელი სახლების არქიტექტურული და ვიზუალური ხელწერის განმაპირობებელი ფაქტორი.
M: რა გამოცდილება დგას Foris-ის უკან?
Foris-ის უკან დგას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი. ესაა საქმესა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, რომლის მთავარი საყრდენი თანაგუნდელების მრავალწლიანი გამოცდილებაა. კომპანიის გუნდის ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული საქმეში. სწორედ ამ მიდგომით ჩამოყალიბდა ის ღირებულებები და კულტურა, რითაც დღეს ასე ვამაყობთ. ორიენტირებულები ვართ, რომ კომპანიის თითოეული წევრისთვის იყოს უზრუნველყოფილი თანაბარუფლებიანი, თავისუფალი და კომფორტული სამუშაო გარემო, სადაც თვითრეალიზებაში უწყობენ ხელს.
M: რა პროექტებზე მუშაობს კომპანია, ამ დროისათვის?
მოგეხსენებათ, ამ დროისათვის, კომპანიას აქვს მიმდინარე პროექტი – Suits By Foris Development თბილისში, ავლაბარში, ბოჭორმას #19-ში. გარდა ამისა ვამუშავებთ რამდენიმე პროექტს, იმავე რაიონში. პარალელურად, ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ბათუმში, ფარნავაზ მეფის #77-ში არსებული პროექტ Carmen-ის გვერდით, მალე დავიწყებთ იმავე კონცეფციის პროექტის შენებას.
M: პროექტებზე მუშაობისას, რა არის თქვენი გუნდისთვის ამოსავალი წერტილი?
ჩვენი გუნდისთვის ამოსავალი წერტილი არის პროექტის დანიშნულება. თითოეული მათგანის შექმნის პროცესში უმთავრესი ამოცანაა, რომ ჩვენი ნამუშევრებით ქალაქის გემოვნებიან ურბანულ განვითარებას შევუწყოთ ხელი. პროექტირებისას კომპანიის ღირებულებებიდან, ზოგადი ხედვიდან და მიზნებიდან გამოვდივართ. დიზაინის ხელწერაში იკითხება ის იდეა, რაც მასში ჩაიდო. უპირველეს ყოვლისა, ეს გულისხმობს მაღალი ხარისხით მშენებლობასა და თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც ბუნებრივია, მშენებლობით არ სრულდება. მეორე ეტაპზე, უზრუნველვყოფთ იმ კომფორტს, რასაც პროექტის დასრულების შემდგომი მომსახურება მოიცავს.
M: რას მოიცავს „ბოჭორმას“ პროექტი?
ათსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი შედგება ერთი სადარბაზოსაგან, 113 ბინისაგან და 2 დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომისაგან. კომპლექსი აღჭურვილი იქნება სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით, Kone-ს ბრენდის ლიფტებით, ალუმინის ვიტრაჟული სისტემებით, რომელიც თავისი მახასიათებლებით დიზაინისა და ფუნქციური დანიშნულების საუკეთესო კომბინაციაა.
კომპლექსი შენდება ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით, სახლების გარე დაშიდა კედლები შენდება ენერგოეფექტური, ცეცხლმედეგი ბლოკით, რომელსაც გააჩნია თბოსაიზოლაციო და ბგერასაიზოლაციო თვისებები.
სადარბაზოსა და აივნების მოსაპირკეთებლად გამოიყენება ნატურალური, ყინვაგამძლე ქვის მასალა. ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებული იქნება კოროზიამედეგობაზე დამუშავებული ალუმინის კომპოზიტური პანელები, იზო ალუმინის ვიტრაჟები.
თითოეული ბინის აივანზე გათვალისწინებულია საქვაბისა და კონდიციონერის გარე ბლოკის, ასევე კონდენსატის შემკრები წყალსადინარი მილების განთავსების ადგილი, საქვაბე ოთახში.
კომპლექსში უზუნველყოფილი იქნება კონსიერჟის სერვისი. გამორჩეული ლოკაციის პროექტს აქვს გამწვანებული შემოგარენი. ხედები როგორც მთაწმინდაზე, ასევე გამწვანებულ ზონაზე. კომპლექსს გასწვრივ აქვს ჭადრების ხეივანი.
M: რა ელის Foris-ის გაყიდვების ოფისში მოსულ სტუმარს?
ფორისის გაყიდვების ოფისში მოსულ სტუმარს ელის ღია და დადებითი გარემო, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი, შესაბამისი ფოტო–მასალითა და დეტალიზაციით.
კომპანიის ღირებულებებიდან გამომდინარე, ბუნებრივად მოხდა ისე, რომ გუნდის თითოეულ წევრს გვიხარია სტუმრის მოსვლა. ეს ის ადგილია, სადაც რიგ შემთხვევაში პირველად ვხვდებით მომხმარებელს, შესაბამისად, გვინდა რომ მაქსიმალურად კარგად გავაცნოთ თავი.
M: როგორია Foris-ის განვითარების გეზი?
ჩვენი გუნდი კვლავაც განაგრძობს ორიენტირებას ხარისხსა და მუდმივ განვითარებაზე. წინ უამრავი გამოწვევა გვაქვს, რომელიც საკუთარ თავს დავუსახეთ. ვაყალიბებთ რამდენიმე პროექტს თბილისსა და ბათუმში. გვსურს, ჩვენი პროექტებით ვიყოთ ქალაქის ურბანული განვითარების საამაყო ნაწილი.
[R]