სულ ცოტა ხნის წინ Art Up | Street Gallery და Fabrika • ფაბრიკა F-Orma-ს წევრი და პარტნიორი გახდა. F-Orma არის დამოუკიდებელი, ადგილობრივი და საერთაშორიო საგამოფენო სივრცეების გაერთიანება, რომელიც მასპინძლობს და ხელს უწყობს ახალგაზრდა, კრეატიული არტისტების პროექტებისა და ნამუშევრების წარმოდგენას სხვადასხვა ქვეყანაში.

Art Up | Street Gallery – მ 7 თებერვალს გამოაცხადა ნამუშევრების მიღება, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ ხელოვანს. კონკურსში შერჩეული ნამუშევრები, მთელი წლის განმავლობაში, F-Orma-ს წევრების საგამოფენო სივრცეებში გამოიფინება. ნამუშევრებს ფაბრიკაში Art Up | Street Gallery-ს საგამოფენო ბოქსები უმასპინძლებს.
ნამუშევრები შეგიძლიათ გაგზავნოთ აღნიშნულ ბმულზე.
იმისთვის, რომ უფრო მეტი შეიტყოთ F-Orma-ს შესახებ, მის წევრ საგამოფენო სივრცეებს წარმოგიდგენთ:
ბურგოსი, ესპანეთი

პიზა, იტალია

გენუა, იტალია
F-Orma - Stradanuova Teatro Auditorium

თბილისი / ბათუმი საქართველო
Art Up | Street Gallery & Fabrika • ფაბრიკა













