in

Formlabs-ის უახლესი პრინტერები 3D ბეჭდვას 40%-ით დააჩქარებენ 

მათი მეშვეობით შესაძლებელია ქირურგიული ინსტრუმენტების და უკეთესი იმპლანტების შექმნა

3D პრინტერების მწარმოებელმა კომპანია Formlabs-მა, რომლის პროდუქტიც ძირითადად სამედიცინო და საინჟინრო სფეროში გამოიყენება, CES 2022-ის კონფერენციაზე უახლესი მოწყობილობა წარმოადგინა. 

კომპანიამ გაგვაცნო 3D პრინტერის წყვილი –  Form 3+ და Form 3B+. Formlabs-ის თქმით ეს უახლესი მოდელები გაცილებით ძლიერი და სწრაფი ბეჭდვის შესაძლებლობას მოგვცემს. 

წინა ვერსიასთან შედარებით 3D ბეჭდვა მათ 40%-ით სწრაფად შეუძლიათ. გარდა ამისა, Form 3+ და 3B+ შემცირებული, უფრო კომფაქტური ზომა, მოწყობილობების მოხმარებას გაცილებით მარტივს ხდის. 

Form 3+ ძირითადად წარმოების და ინჟინერიის სფეროს დაეხმარება, რამდენადაც მისი გამოყენებით სწრაფი პროტოტიპების, მოდელებისა თუ კონცეპტების შექმნა, გაცილებით ხარისხიანად, დეტალიზებულად და სწრაფად იქნება შესაძლებელი.

თუმცა, Formlabs-ის ახალი პროდუქტის გამოშვება ყველაზე მნიშვნელოვანი მედიცინისა და სტომატოლოგიისთვისაა. ქირურგიის სფეროში, სწრაფი 3D პრინტინგის პირობებში, უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა ხდება შესაძლებელი. ამ მიმართულებით გამოიყენება Form 3B+, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მორგებული ანატომიური მოდელების, ქირურგიული ინსტრუმენტების, უკეთესი იმპლანტების შექმნა და ა.შ. 

მაგალითისთვის ახალი 3D პრინტერის მეშვეობით შესაძლებელია ელენთის არტერიისა და ფეხის ჩონჩხის დეტალური  იმპლანტოლოგიური მოდელების შექმნა.

საბოლოოდ, Formlabs-ის ახალ პრინტერებს თავიანთი გაუმჯობესებული ლაზერული და სტერეოლითოგრაფიული მექანიზმებით, უფრო დეტალური, ხარისხიანი და სწრაფი ბეჭდვა შეუძლიათ. 3D ბეჭდვის გაუმჯობესება კი ავტომატურად ახდენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ძვრებს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა მაგალითად, მედიცინა, ინჟინერია წარმოება და სხვა. 

საკულტო ნახატების ახალი, 3D სიცოცხლე

TP-Link-მა გამოუშვა WI-FI როუტერი, რომელიც გადაადგილებისას ინტერნეტს გამოგაყოლებთ