in

ფორმულა 1-ის განვლილი გზა დღევანდელობამდე

ფორმულა 1 – ეს გლობალური მოვლენა ყველამ ვიცით და არ აქვს მნიშვნელობა, სპორტის მოყვარულები ვართ თუ არა, მაინც ყურადღებას ვაქცევთ. სპორტული შეჯიბრების გარდა ეს ერთგვარი სანახაობა, შოუცაა, რომელსაც რამდენიმე ასეულმილიონიანი აუდიტორია ჰყავს და მისი შემოსავალი წელიწადში ასევე ასობით მილიონი ევროა.

საინტერესოა, რა ისტორია უდევს საფუძვლად, როგორ დაიწყო და ვითარდებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. დავიწყოთ იმით, რომ მანქანების პირველ გამოჩენასთან ერთად სამყაროში, მათი რბოლაც დაიწყო. როდესაც ტექნოლოგია გაუმჯობესდა და მანქანები უფრო მრავალრიცხოვანი გახდა, ევროპელმა მწარმოებლებმა ჯერ კიდევ 1894 წელს საფრანგეთში დაიწყეს რბოლა, როგორც მათი პროდუქციის კონკურენციისა და მარკეტინგის საშუალება. 

ჯერ კიდევ ომთაშორის წლებში მთელი ევროპის მასშტაბით ჩატარდა გრან-პრის რბოლის დღეები, რომლებიც მანქანისა და მძღოლის უნარების გამოსახატავად შეიქმნა. აქვე ისიც უნდა ითქვას –  რომ არა მეორე მსოფლიო ომი, ფორმულა 1 გაცილებით ადრე აიღებდა სტარტს.

თუმცა 1946 წელს იდეაზე მუშაობა დაიწყო. სახელწოდება მოდის წესების სტანდარტიზებული კომპლექტისგან, რომელსაც მძღოლები და ინჟინრები უნდა დაემორჩილონ. იდეების ფორმირებასა და ორგანიზებას დრო დასჭირდა. საბოლოოდ, ყველაფერი მზად უკვე 1950 წელს იყო, როცა პირველი მსოფლიო ჩემპიონატის გრან პრი გაიმართა 1950 წელს სილვერსტოუნზე, დიდ ბრიტანეთში. 

ომისშემდგომი პერიოდი

მეორე მსოფლიო ომის გადავლის შედეგ ფორმულა 1 უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა და დამკვიდრდა, როგორც სპორტი. თანდათანობით, ომისშემდგომ წლებში, F1 განიცადა მთელი რიგი ევოლუციური ცვლილებები. მაგალითად, 1958 წელს გრან-პრი 300 მილიდან 200 მილამდე შემცირდა და მძღოლების მიერ გამოყენებული საწვავი სტანდარტიზებული იქნა Avgas-ზე. 

1958 – საეტაპო წელი იყო, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მანქანამ მძღოლის უკან დამონტაჟებული ძრავით მოიგო ჩემპიონატი. Stirling Moss’s Cooper-მა მოიგო არგენტინის გრან-პრი თავისი ახალი დიზაინის მანქანით, რომელიც მალე გახდა სტანდარტი ყველა მწარმოებლისათვის.

ძრავებზე ისიც უნდა ითქვას, რომ 1965 წელს იაპონიის გუნდმა გაიმარჯვა მექსიკის გრანპრიზე ე.წ. განივი ძრავით. თუმცა, Stirling Moss-ის მანქანისგან განსხვავებით, არცერთ სხვა მწარმოებელს არ დაუკოპირებია იაპონური მანქანის დიზაინი. ის რჩება ერთადერთ მანქანად, რომელმაც ეს გააკეთა ამ ტიპის ძრავით.

ეს გრან პრი ასევე იყო ბოლო, სადაც გამოიყენებოდა 1.5-ლიტრიანი ძრავა, სანამ დატვირთვა 3.0 ლიტრამდე გაიზრდებოდა. ამან ბუნებრივად გაზარდა მანქანების სიჩქარეები, რომლებიც ახლაც რეგულარულად აღწევენ 200 მილს/სთ – სიჩქარეზე, რაც არის ორჯერ მეტი, ვიდრე ადრეული სარბოლო მანქანების მაქსიმალური სიჩქარე.

ყველაზე დიდი ევოლუცია, რომელიც მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, იყო ფორმულა ერთის საერთაშორისო გავრცელება. რასები ახლა მართლაც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, რბოლებით თითქმის ყველა კონტინენტზე.

ტექნოლოგია

ავტომობილების ტექნოლოგია ფორმულა 1-ში არის შედეგი იმისა, რომ თითოეული გუნდი მუდმივად ცდილობს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას. 

დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, მანქანების დიზაინი და ტექნოლოგიაც იცვლებოდა. მუშაობდნენ იმაზე, რომ ავტომობილს ჰქონოდა მაქსიმალურად ნაკლები წონა და მეტი სიხისტე. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო დიდი სიჩქარის აკრეფა იყო შესაძლებელი. 

იყო მცდელობები, რომ შემოეტანათ წევის კონტროლი, ტურბო დამტენები და სხვა ინოვაციები, თუმცა ფორმულა 1-ის რეგულაციები კრძალავდა მსგავს ტექნოლოგიებს. 

F1  და უსაფრთხოება

ფორმულა 1-ის მანქანების სიჩქარისა და აეროდინამიკის განვითარებასთან ერთად, უსაფრთხოების საკითხი საკმაოდ მწვავედ დაისვა. 1963-1967 წლებში სამწუხაროდ, სამი მძღოლი დაიღუპა. 

თუმცა სტატისტიკა უფრო პოზიტიური ხდება მეორე ნახევარში, რადგან 1997 წლიდან დაახლოებით 348,000 კილომეტრია გავლილი რბოლის პირობებში, ნულოვანი სიკვდილით. 

აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში გაიზარდა ავარიების რაოდენობა კილომეტრზე, რაც გამოწვეულია მანქანების გაზრდილი სიჩქარით. თუმცა, უსაფრთხოების ინოვაციების წყალობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს მძღოლების სიკვდილი ან სერიოზული დაზიანება. ავარიები, რომლებიც ახლა ხდება, წარსულში ფატალური იქნებოდა. მუდმივი ინოვაციების წყალობით, ფორმულა ერთი ახლა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ნებისმიერ დროს.

უსაფრთხოების სერიოზული ნორმების დაცვა ყველაზე აქტიურად 60-იან წლებში დადგა, მანქანებს მოეთხოვებოდათ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა, ხოლო ცეცხლგამძლე კოსტიუმები სავალდებულო გახდა ყველა მძღოლისთვის.

80-იანი წლებისთვის ტექნოლოგია იმდენად დაიხვეწა, რომ მინიმუმამდე დავიდა ისეთი ავტოშემთხვევები, რომლებიც ფატალურ შედეგამდე მივიდოდა.

F1-ის ცნობილი პილოტები

ფორმულა ერთისთვის გადამწყვეტ როლს მისი გმირები, ის ადამიანები თამაშობენ, რომლებიც მანქანას მართავენ. მთელი ისტორიის მანძილზე ფორმულამ ბევრი მძღოლის სახელი მოაგროვა და რამდენიმე მათგანს ჩვენს სტატიაშიც გაგაცნობთ. 

დავიწყოთ ყველასათვის ცნობილი მიხაელ შუმახერით. როცა ვინმე ძალიან კარგად და დიდი სიჩქარით მართავს მანქანას, ხუმრობით ბევრჯერ შეგვიდარებია – შუმახერივით დაქრისო. ჰოდა, სწორედ ეს ადამიანი ფორმულა 1-ის ლეგენდაა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, 2000-იანების დასაწყისში ის იყო შეუცვლელი პილოტი და რამდენიმე რეკორდი დაამყარა აქტიური მოღვაწეობის პერიოდში. ბენეტონის (1994 და 1995) და ფერარის (2000-2004 წლებში) შვიდი მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულით MSC სამუდამოდ დაიკავებს ადგილს ფორმულა 1-ის ისტორიის წიგნებში.

ჯიმ კლარკი

ის უფრო ძველი სკოლის წარმომადგენელია. შოტლანდიელი პილოტი 1960-დან 1968 წლამდე ფორმულა 1-ის დომინანტი მძღოლი იყო. 1963 და 1965 წლებში იგი გახდა მსოფლიო ჩემპიონი, როდესაც მართავდა Lotus-ს. საერთო ჯამში, კლარკ უმცროსმა 73-ჯერ იასპარეზა, 25 რბოლა მოიგო, თუმცა ერთ-ერთი რბოლის დროს ტრაგიკულად დაიღუპა. 

ლუი ჰამილტონი

ის არის F1-ის გიგანტი და ყველაზე წარმატებული მძღოლი სპორტის უახლეს ისტორიაში. მან დაიწყო 288 გრან-პრი ფორმულა 1-ში და მოიგო 103 რბოლა. მან პირველად იასპარეზა F1-ის 2007 წლის სეზონში და გაათანაბრა მიხაელ შუმახერის რეკორდი, 2020 წლის სეზონში მე-7-ედ გამარჯვებით. 

2021 წელს, ჰამილტონი ძალიან ახლოს იყო მერვე ტიტულის მოპოვებამდე, სანამ მაქს ვერსტაპენი არ მოიპოვებდა გამარჯვებას სეზონის ბოლო რბოლის ბოლო წრეზე.

 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ავიაკომპანია თვითმფრინავში დასაწოლი ადგილების დამატებას გეგმავს

ქართული კინოინდუსტრია და მარკეტინგული გამოწვევები