in

რედ ბულმა ფორმულა 1-ში სახელის უფლებები 695 მილიონ დოლარად გაყიდა

ფორმულა 1 და მთლიანად ეს ინდუსტრია ახალ სიმაღლეებზე ადის. მოქმედი ჩემპიონის ახალი ბოლიდის წარდგენის პარალელურად რედ ბულმა ახალი სასპონსორო ხელშეკრულებაც გააფორმა. სახელის უფლებების გაყიდვით კომპანიამ რეკორდული რაოდენობის ფინანსური რესურსების მოზიდვა შეძლო, საუბარია 695 მილიონ დოლარზე, სწორედ ეს თანხა გადაიხადა კომპანია Oracle-მ და ახალი სეზონიდან სახელწოდების მთავარი დეტალი სწორედ ეს იქნება, მათვე გადაეცათ 3 წლიანი მართვის უფლებების პაკეტი.

ტექნოლოგიური ველის ამერიკული გიგანტი სასპონსორო შეთავაზებას მთელი წლის განმავლობაში ამზადებდა, მოლაპარაკებები კოვიდ სიტუაციამ რამდენჯერმე შეაფერხა, საბოლოოდ კი მხარეები შეთანხმებამდე რამდენიმე დღის წინ მივიდნენ. ბონუსად ამერიკული მხარე პილოტების მარკეტინგულ კამპანიებში ჩართვის ბენეფიტებსაც მიიღებს, მაქს ვერსტაფენი სავარაუდოდ კომპანიის სახე გახდება, რომელიც სასპონსორო წინადადებას ცალკეც მიიღებს.

დიდი და ამბიციური კოლაბორაცია იწყება, ჩვენი მიზნები კვლავ უცლელია, სწრაფვა პირველობისკენ, გვინდა ჩვენი პილოტები ყველა გრანპრის შემდეგ პოდიუმზე ვიხილოთ, ახალი სპონსორი თავის სფეროში მოწინავე და წარმატებულია, გვჯერა რომ წინ ბევრი საინტერესო აქტივობა და წარმატება გველოდება” – ამბობს რედ ბულის საჯინიბოს მარკეტინგის სპეციალისტი არნოლდ ბერთენსი.

სასპონსორო სიახლეების წინ რედ ბულმა პილოტებს და გულშემატკივრებს ახალი ბოლიდი წარუდგინა. დახვეწილი და ტექნიკურად საოცრად აღჭურვილი ბოლიდი პილოტებმა უკვე გატესტეს, მაქს ვერსტაფენის თქმით თავიდან შეგუება ოდნავ გაუჭირდა, თუმცა მალევე ყველაფერი თავის ადგილას დადგა, მანქანა ძალიან კომფორტული და მძლავრია.

“ფორმულა 1 ვითარდება და ყოველდღიურად პროგრესირებს, გულშემატკივრების რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება, რედ ბული უდიდესი ბრენდია, მათთან თამაშრომლობა ჩვენთვის დიდი პატივია. ორივე კომპანია პროგრესისკენაა მიმართული, ჩვენ მუდამ სიახლეების დანერგვისკენ ვისწრაფვით” – ამბობს Oracles აღმასრულებელი დირექტორი რაიან არმსტრონგი.

ფორმულა ერთის ახალი სეზონი სტარტს მარტში აიღებს, 2022 წლის სეზონი 20 მარტს ბაჰრეინის გრან პრით გაიხსნება.

რას ვაკეთებთ, როდესაც არაფერი გამოდის? — ინტერვიუ ელენე სიხარულიძესთან

Smart car – საათების ცნობილი ბრენდის იდეიდან, “ჭკვიან” ავტომობილამდე