in

რა არის წარმატებული კონტენტის ფორმულა?

დღეს იმ კომპანიებისთვის დავწერთ, რომელთაც კონტენტის მწვერვალის დაპყრობა აქვთ განზრახული… მათთვის ხომ შემოქმედებითი კონტენტ მარკეტინგის საბოლოო მიზანს აუდიტორიასთან მისვლა საუკეთესო დროსა და საუკეთესო კონტენტით წარმოადგენს.

ხოლო, როცა შემოქმედებითი ექსპერტები სხვებთან ერთიანდებიან, მომგებიან ფორმულას ქმნიან, რათა კამპანიის ინვესტიციით მაქსიმალურ გავლენას მიაღწიონ. აქ კი ჩნდება კითხვა: როგორ ქმნით კონტენტს, რომელიც აღწევს თქვენს მიზნებს და აშორებს ხმაურს მომხმარებლების მოგზაურობის ყველა შეხების წერტილს?

ყოველთვის დაიწყეთ კითხვით — რატომ?

რატომ გსურთ ამ კონტენტის შექმნა? არ გააკეთოთ ეს იმის გამო, რომ ამ თვეში საკმარისი პოსტი არ გამოგიქვეყნებიათ ან უბრალოდ უახლეს ტრენდზე აყოლა გსურთ. ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ და გაიხსენეთ, რომ კონტენტი მომხმარებლებთან პოზიტიური გზებით საუბრის საშუალებაა. რა არის ის შეტყობინება, რომლის გადაცემაც მათთვის გსურთ და რა გინდათ, რომ მათ ამის წაკითხვის შემდეგ იგრძნონ ან გააკეთონ?

გაიცანით თქვენი აუდიტორია

მნიშვნელოვანია, გაიაზროთ, რა მოსწონს თქვენს აუდიტორიას, შემდეგ კი კონტენტი ამაზე დაფუძნებით ააგოთ. საჭირო ინფორმაციების მიღებისთანავე სხვადასხვა არხი განსხვავებული გზებით გამოიყენეთ, რადგან TikTok-ისა და Facebook-ის მომხმარებლებს თქვენგან ერთნაირი რაღაცები არ სურთ. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს აუდიტორიას სოციალური მედიისგან გართობა უნდა და არა, მხოლოდ რეკლამები. ასე რომ, თუ მათ გართობაზე იზრუნებთ, ისინი თქვენთან ხშირად დაბრუნდებიან.

შექმენით ორიგინალი კონტენტი

არავის სურს იმის ხელახლა წაკითხვა, რაც უკვე წაიკითხეს… ამიტომ, ბრბოსგან რომ გამოირჩეოდეთ, ერთ-ერთი პირველი რამ, რაც, როგორც ბრენდმა, უნდა გააკეთოთ, უნიკალური იდენტობის შექმნაა. გამოყავით დრო იმისათვის, რომ თქვენი ბრენდის ხმა, შემდეგ კი თქვენთვის უნიკალური კონტენტი შექმნათ. გამოიჩინეთ სურვილი, რათა ეჭვქვეშ დააყენოთ ბაზრის ამჟამინდელი სტანდარტები და წახვიდეთ იქ, სადაც თქვენს კონკურენტებს არ შეუძლიათ მისვლა.

ორიგინალი, ავთენტური კონტენტის შექმნა ჩართულობის გაზრდაში დაგეხმარებათ. ეს თქვენს აუდიტორიას აჩვენებს, რომ მათი გესმით. მეტიც, ისინი თქვენ ინდუსტრიის ლიდერებადაც კი ჩაგთვლიან. 

დაუკავშირეთ თქვენი ბრენდის ღირებულებები სამსახურს

ბრენდებს საკუთარი ღირებულებებით ცხოვრება და სუნთქვა სჭირდებათ. საუკეთესო კონტენტიც მომხმარებლებთან დასაკავშირებლად ამ ღირებულებებს ეყრდნობა, აძლევს თქვენს ბრენდს სტრუქტურასა და მუდმივობას, ამასთან, გეხმარებათ თქვენი ბრენდის სხვებისგან გამორჩევაში. 

იფიქრეთ გრძელვადიანად

საუკეთესო გზა თქვენი კონტენტ მარკეტინგის მიზნების მისაღწევად ამ მოგზაურობის სწორად დაგეგმვაა. როცა მარკეტერები სტრატეგიისა და გეგმის გარეშე მუშაობენ, ისინი დიდი სურათის დანახვას ვეღარ ახერხებენ და ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ პროექტებზე. ხოლო, როცა ეს ყველაფერი წინასწარ არის გაწერილი, გარკვეული თანხაც რჩებათ იმისათვის, რომ აუდიტორიისთვის მეტად რელევანტური კონტენტი შექმნან. 

განსაზღვრეთ კონტენტის მნიშვნელობა

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ვიდეოს ან დაწერილ ტექსტს ეხება, ზოგი კი ყველაფერს მოიაზრებს, რასაც სოციალურ ქსელებში ათავსებთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გააანალიზოთ, რას უწოდებთ კონტენტს, იფიქროთ მიზანზე და არა იმაზე, რომ უბრალოდ ახლა ვიდეოს ან ბლოგის გაზიარება გჭირდებათ…

გაზომეთ ჩართულობა

მას შემდეგ, რაც იპოვით პასუხს კითხვაზე რატომ და შექმნით ისეთ კონტენტს, როგორიც გსურდათ, გაზომვის, გატესტვის, დახვეწისა და გამეორების დრო დგება. 

KPI-ზე დაკვირვება გაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად მოგცემთ თქვენი კონტენტი სასურველ შედეგებს. ეს დაგეხმარებათ, გაიგოთ, სად ხედავს თქვენი აუდიტორია კონკრეტულ კონტენტს და როდის გამოხატავს ჩართულობას. თუმცა აქ უნდა განსაზღვროთ, რის გაზომვას ცდილობთ, რადგან კრეატიული კამპანიების განსხვავებულ ტიპებს განსხვავებული KPI-ები აქვთ, იქნება ეს ე. წ. ტრაფიკის, კლიკების, ჩართულობის, გაზიარებებისა თუ სხვა მახასიათებლების გაზომვა.

მეცნიერებმა „გამჭვირვალე ხე“ შექმნეს — შესაძლოა, მან პლასტმასა ჩაანაცვლოს

Viber Сamp: საქართველოში კონტენტის შემქმნელთა მარათონი იწყება