იცოდით, რომ ლატარიის მოგებასთან შედარებით, მეხის დაცემის 4-ჯერ მეტი შანსი გაქვთ? ასეა თუ ისე, ეს სტეფან მენდელზე, რუმინელ-ავსტრიელ ეკონომისტზე, რომელმაც ლატარია ორჯერ ან სამჯერ კი არა, 14-ჯერ მოიგო, არ ვრცელდება!
პირველი ორი გამარჯვება მშობლიურ რუმინეთში მოიპოვა, სადაც იგი საკმარისი ფულის გამომუშავებას ცდილობდა იმ მიზნით, რომ ოჯახი კომუნისტური ქვეყნიდან წამოეყვანა. მისი ხელფასი კი თვეში სულ რაღაც 88$ იყო… შემდგომ ისრაელში გადავიდა, ავსტრალიაში დასახლებამდე, სადაც უკვე ლატარია 12-ჯერ მოიგო!
დიახ, რაღაც საიდუმლო ფორმულით ახერხებდა ამას, თუმცა სანამ უშუალოდ ამის განხილვაზე გადავიდოდეთ, გავიხსენოთ, რას აკეთებენ სტანდარტულად ლატარიის გამარჯვებულები? ზოგისთვის ეს პირდაპირ ოცნებების ახდენას გულისხმობს, რის გამოც გაკოტრებამდე მიდიან ხოლმე, ზოგიც კი ფულის დაბანდებას მიმართავს… აი, რაც შეეხება მენდელს, იგი მშვიდად ცხოვრობს ვანუატუში, წყნარი ოკეანის კუნძულზე, რომელიც ვულკანებითა და ჩანჩქერებითაა სახელგანთქმული. და რატომაც არა? როცა ლატარიას 14-ჯერ იგებ…
ახლა კი მთავარზე გადავიდეთ — 6-საფეხურიანი ფორმულა, რომლითაც მენდელმა ლატარიის მოგება მოახერხა:
- დაითვალა შესაძლო კომბინაციების საერთო რაოდენობა — მაგალითად ლატარიისთვის, რომელიც 1-დან 40-მდე 6 ციფრის არჩევას გთხოვთ, ეს 3 838 380 კომბინაციას უდრის.
- იპოვა ლატარიები, სადაც ჯეკპოტი კომბინაციების შესაძლო რაოდენობაზე 3-ჯერ ან უფრო მეტჯერ დიდი იყო
- შეაგროვა საკმარისი თანხა, რათა თითოეული კომბინაციისთვის გადაეხადა — ვირჯინიის ლატარიის მოსაგებად 2524 ინვესტორი ჰყავდა
- დაბეჭდა მილიონობით ბილეთი ყველა კომბინაციისთვის — ეს მაშინ ლეგალური იყო, ახლა კი ბილეთების ყიდვა მხოლოდ ჯიხურებიდანაა შესაძლებელი
- მიუტანა ბილეთები ლატარიის ავტორიზებულ დილერებს
- მოიგო! და არც ინვესტორები დავიწყებია — 1987 წელს მოგებული 1.3 მილიონიდან 97 000 დოლარი ინვესტორებს მისცა.
და როგორ ფიქრობთ, ამ ფორმულის შემდეგ, გათამაშების ბილეთში დაბადების რიცხვებისა თუ საყვარელი ციფრების ჩაწერა გაამართლებს?