18
Mar
2019

ინდოეთში „ფორესტ გამპის“ ბოლივუდურ ვერსიას გადაიღებენ

18 Mar 2019

ბოლივუდი „ფორესტ გამპის” მიხედვით ფილმს იღებს, რომელშიც, როგორც მთავარ როლს ინდოელი მსახიობი ამირ ხანი შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ Hollywood Report ავრცელებს. ხანი პერსონაჟ ლაალ სინჰ ჩადას ითამაშებს, რომელიც 1994 წლის ფილმიდან მსახიობ ტომ ჰენკსის პერსონაჟის მიხედვითაა შექმნილი.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორ რობერტ ზემეკის ფილმმა „ფორესტ გამპი“ 1994 წელს „ოსკარი“ მიიღო, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი ტომ ჰენკსი კაცის საუკეთესო როლისთვის დააჯილდოვეს.

განხილვა